ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი თვლის, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამერიკა რუსეთზე ასჯერ ძლიერია და ეს არ უნდა ავიწყდებოდეთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს რუსეთთან მოლაპარაკებებში არ უნდა დაავიწყდეს საკუთარი ძალა და რუსულ კომპრომისებთან თამაში დროის კარგვაა. მისი თქმით, პუტინი ფიქრობს, რომ თავად იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო აშშ რუსეთზე ასჯერ ძლიერია.

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი თვლის, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამერიკა რუსეთზე ასჯერ ძლიერია და ეს არ უნდა ავიწყდებოდეთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი თვლის, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამერიკა რუსეთზე ასჯერ ძლიერია და ეს არ უნდა ავიწყდებოდეთინტერპრესნიუსი

რუსეთთან მოლაპარაკებებში აშშ-ს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ ის 100-ჯერ უფრო ძლიერია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მას სჯერა, რომ აშშ-ს ნამდვილად სურს ომის დასრულება.

,,ვენდობი მათ. ამავდროულად მესის, რომ რთულია ასეთი დიდი ვიღაცის გაჩერება, ვისაც არ სურს გაჩერება. ამიტომ თქვენ [აშშ] ცდილობთ რუსეთთან რაღაც კომპრომისების პოვნას. მაგრამ მე ვთვლი, რომ ტყუილად დავხარჯავთ დროს, თუ ვეთამაშებით რუსულ კომპრომისებს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს ახლა ,,სურს რაღაც გამარჯვების მოპოვება შუალედურ არჩევნებამდე”.

თუმცა, ზელენსკის თქმით, პუტინი ყველაფერს იზამს, რათა ზეწოლა მოახდინოს ირანელებზე და ვითარება იქამდე მიიყვანოს, მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდეს.

,,იგივეა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. თუ პუტინი დაინახავს, რომ პრეზიდენტ ტრამპს რაღაც გამარჯვება სჭირდება, ის გადაწყვეტს რა მისცეს და რა არა. და პრობლემაც ამაში მდგომარეობს: პუტინი თვლის, რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ ამერიკა რუსეთზე ასჯერ ძლიერია. მათ უბრალოდ არ უნდა ავიწყდებოდეთ ეს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.