ბათუმში პროექტ „ჩემი პირველი ნერგი“-ს ფარგლებში 700-მდე ნერგი დაირგო
ბათუმში, გონიოს ციხის მიმდებარედ, პროექტ „ჩემი პირველი ნერგი“-ს ფარგლებში 700-მდე ნერგი დაირგო, მთლიანობაში კი ქალაქში 2 961 ნერგის დარგვაა დაგეგმილი.

ბათუმში პროექტ „ჩემი პირველი ნერგი“-ს ფარგლებში 700-მდე ნერგი დაირგო გონიოს ციხის მიმდებარედ, სანაპირო ზოლის რეკრეაციულ სივრცეში.
პროექტის მიზანია, ადრეული ასაკიდანვე ხელი შეუწყოს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენლები.
ასევე პირველკლასელებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ. ბათუმში სულ 2 961 ნერგი დაირგვება. ქვეყნის მასშტაბით კი 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს დარგავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…