პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩემი პირველი ნერგი - პროგრამის მერვე დღეს პირველკლასელები ნერგებს ბათუმში, ქობულეთში, დმანისსა და თეთრიწყაროში დარგავენ

საქართველოს მთავრობაგანათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

სამთავრობო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში პირველკლასელებმა უკვე 20 000-მდე ნერგი დარგეს, სულ კი მასში 41 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემი პირველი ნერგი - პროგრამის მერვე დღეს პირველკლასელები ნერგებს ბათუმში, ქობულეთში, დმანისსა და თეთრიწყაროში დარგავენ
რუსთავი 2

ჩემი პირველი ნერგი - პროგრამის მერვე დღეს პირველკლასელები ნერგებს ბათუმში, ქობულეთში, დმანისსა და თეთრიწყაროში დარგავენ.

ჯამში საქართველოს რეგიონებში უკვე 20 000-მდე ნერგი დაირგო.პროგრამა საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.

ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური და ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი.

ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა. პლატფორმის საშუალებით შეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოჩემი პირველი ნერგი - პროგრამის მერვე დღეს პირველკლასელები ნერგებს ბათუმში, ქობულეთში, დმანისსა და თეთრიწყაროში დარგავენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ჩემი პირველი ნერგი" - პროგრამას მარნეულიც შეუერთდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები