პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი საპროცესო შეთანხმებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს, ყველაფერი გადააფასონ და აღარ მიიღონ ძალადობრივ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა და სახელმწიფომ მათ საპროცესო შეთანხმებით შანსი მისცა; აღიარებისა და მონანიების შემდეგ საპატიმრო დატოვეს მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში, 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრა.

"4 ოქტომბრიდან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა, ეს ჰუმანური ნაბიჯი. ფაქტი სახეზეა: თუ არ ვცდები, უკვე ნახევარს თუ ნახევარზე მეტს აქვს დაწერილი აღიარება და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, როგორც დავპირდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რაც მათ ჩაიდინეს, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს იმისთვის, რომ ყველაფერი გადააფასონ და აღარ მიიღონ ძალადობრივ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა. ბულინგის ტყვეობაშია ძალიან ბევრი, ვინაიდან თავიანთი თანამებრძოლები საშინელ წნეხში, ფაშისტური მეთოდებით ატარებენ, საკუთარი შვილებიც, გვარებს არ დავასახელებ, ყველამ კარგად ვიცით და აიძულებენ, რომ დარჩნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც ძალიან ცუდია. ვისურვებდით, ყველას გადაეაზრებინა, გამოსულიყვნენ და აღარ გაეკეთებინათ ის დანაშაული, რა დანაშაულიც ჩადენილი აქვთ", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდების, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების აღიარების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ დღეს რუსთავის მეთორმეტე პენიტენციური დაწესებულება დატოვა - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამივე დანაშაული მოინანია და საპროცესო შეთანხმებას ხელი საკუთარი ნებით მოაწერა. აღიარებისა და მონანიების საფუძველზე, ციხის კარი დღეს ლაშა ბერიძისთვისაც გაიღო. გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი თავად იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოლევან მაჭავარიანი საპროცესო შეთანხმებაზე: “მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს, ყველაფერი გადააფასონ და აღარ მიიღონ ძალადობრივ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„4 ოქტომბრიდან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა, ეს ჰუმანური ნაბიჯი. ფაქტი სახეზეა: თუ არ ვცდები, უკვე ნახევარს თუ ნახევარზე მეტს აქვს დაწერილი აღიარება და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, როგორც დავპირდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რაც მათ ჩაიდინეს, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს იმისთვის, რომ ყველაფერი გადააფასონ და აღარ მიიღონ ძალადობრივ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა. ბულინგის ტყვეობაშია ძალიან ბევრი, ვინაიდან თავიანთი თანამებრძოლები საშინელ წნეხში, ფაშისტური მეთოდებით ატარებენ, საკუთარი შვილებიც, გვარებს არ დავასახელებ, ყველამ კარგად ვიცით და აიძულებენ, რომ დარჩნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც ძალიან ცუდია. ვისურვებდით, ყველას გადაეაზრებინა, გამოსულიყვნენ და აღარ გაეკეთებინათ ის დანაშაული, რა დანაშაულიც ჩადენილი აქვთ“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეების შემდეგ, დანაშაულს უკვე ვერშემდგარი რევოლუციის ორგანიზატორებიც აღიარებენ - 5 ორგანიზატორიდან ორს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები