პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელო

ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ მსოფლიოში მმართველ გუნდს ქართულ ოპოზიციაზე მოსახერხებელი მეტოქე ვერ ეყოლება, რადგან ისინი გაშიფრულები არიან და „აგენტურული პარტიები“ პოლიტიკურ ველზე აღარ უნდა არსებობდნენ.

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში
იმედინიუსი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, არ წარმოუდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ქართულ ოპოზიციაზე მოსახერხებელი ოპოზიცია, რომელიც თავიდან ბოლომდე გაშიფრულია საზოგადოების თვალში.

ამ საკითხზე მან „ღამის კურიერში" სტუმრობისას ისაუბრა. წამყვანმა მას ჰკითხა - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს.

"მოსარჩელე მხარე ვართ და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად, თუმცა ბურთი საკონსტიტუციო სასამართლოს მოედანზეა, საბოლოო გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს - კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, რა თქმა უნდა, არის, იგივე, საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა ერთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი: ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია, პირდაპირ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, მე არ წარმომიდგენია მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს, ყველაზე მოსახერხებელი ოპოზიციაა, თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში.

ამის დასტური იყო, როდესაც გახარიას პარტიამ და "ლელომ" გარე კარნახით მიიღეს მონაწილეობა 2025 წლის არჩევნებში, "ლელოს" გაუნახევრდა ამომრჩევლის რაოდენობა და გახარიას გაუმესამედდა, 1 წლის ჭრილში გეუბნებით, 2024 წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შიდა კონკურენციაც კი არ ყოფილიყო, გაუნახევრდა და გაუმესამედდა. რატომ მოხდა ეს ერთ წელიწადში? ვინაიდან თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში - ისინი არიან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილი, თავიდან ბოლომდე ყველა ეს პარტია იმართება ერთი ვერტიკალით. შესაბამისად, ამაზე მოსახერხებელი, სუბიექტურად რომ ვთქვათ და პრაგმატულად, ამაზე მოსახერხებელი ოპოზიცია ვერ გეყოლება, ვინაიდან, რამდენი არჩევნებიც იქნება, იმდენ არჩევნებს მოვუგებთ, ძალიან დიდი ანგარიშით, ვინაიდან ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და მხოლოდ იმით არ ვხელმძღვანელობთ, რომ მათი არსებობა ჩვენთვის მოსახერხებელია.

ამათ აქვთ უკვე მიცემული პოლიტიკური შეფასება ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუმცა აუცილებლად უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: აგენტურული პარტიები არ უნდა არსებობდნენ ოპოზიციურ ველზე, გარედან მართული პარტიები, რომლებიც მხოლოდ ემსახურებიან უცხოელების დღის წესრიგს, მხოლოდ იმით გამოდიან, თუ რით დატოვონ თავიანთი უცხო პატრონები კმაყოფილი, ასეთი ძალები არ უნდა არსებობდნენ და როდესაც ასეთი ძალები არ იარსებებენ, მაშინ მიეცემათ უკვე ძალიან დიდი მოტივაცია ახალგაზრდებს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიონ", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში
  2. POSTVსამთავრობოლევან მაჭავარიანი: “არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია – თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ღამის კურიერში" სტუმრობისას ისაუბრა. წამყვანმა მას ჰკითხა - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს. "მოსარჩელე მხარე ვართ და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად, თუმცა ბურთი საკონსტიტუციო სასამართლოს მოედანზეა, საბოლოო გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს - კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, რა თქმა უნდა, არის, იგივე, საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა ერთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი: ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია, პირდაპირ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, მე არ წარმომიდგენია მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს, ყველაზე მოსახერხებელი ოპოზიციაა, თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში. ამის დასტური იყო, როდესაც გახარიას პარტიამ და "ლელომ" გარე კარნახით მიიღეს მონაწილეობა 2025 წლის არჩევნებში, "ლელოს" გაუნახევრდა ამომრჩევლის რაოდენობა და გახარიას გაუმესამედდა, 1 წლის ჭრილში გეუბნებით, 2024 წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შიდა კონკურენციაც კი არ ყოფილიყო, გაუნახევრდა და გაუმესამედდა. რატომ მოხდა ეს ერთ წელიწადში? ვინაიდან თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში - ისინი არიან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილი, თავიდან ბოლომდე ყველა ეს პარტია იმართება ერთი ვერტიკალით. შესაბამისად, ამაზე მოსახერხებელი, სუბიექტურად რომ ვთქვათ და პრაგმატულად, ამაზე მოსახერხებელი ოპოზიცია ვერ გეყოლება, ვინაიდან, რამდენი არჩევნებიც იქნება, იმდენ არჩევნებს მოვუგებთ, ძალიან დიდი ანგარიშით, ვინაიდან ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და მხოლოდ იმით არ ვხელმძღვანელობთ, რომ მათი არსებობა ჩვენთვის მოსახერხებელია. ამათ აქვთ უკვე მიცემული პოლიტიკური შეფასება ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუმცა აუცილებლად უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: აგენტურული პარტიები არ უნდა არსებობდნენ ოპოზიციურ ველზე, გარედან მართული პარტიები, რომლებიც მხოლოდ ემსახურებიან უცხოელების დღის წესრიგს, მხოლოდ იმით გამოდიან, თუ რით დატოვონ თავიანთი უცხო პატრონები კმაყოფილი, ასეთი ძალები არ უნდა არსებობდნენ და როდესაც ასეთი ძალები არ იარსებებენ, მაშინ მიეცემათ უკვე ძალიან დიდი მოტივაცია ახალგაზრდებს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიონ“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები