ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი პარტიების აკრძალვაზე - მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა - როდესაც აგენტურა აღარ იქნება ოპოზიციაში, უფრო მეტ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდას გაუჩნდება მოტივაცია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მთავარი ამოცანა პოლიტიკური ველის „აგენტურული პარტიებისგან გაწმენდაა“ და ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში თავდაცვა ძალიან გაუჭირდება.

ლევან მაჭავარიანი პარტიების აკრძალვაზე - მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა - როდესაც აგენტურა აღარ იქნება ოპოზიციაში, უფრო მეტ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდას გაუჩნდება მოტივაცია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს
ლევან მაჭავარიანი პარტიების აკრძალვაზე - მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა - როდესაც აგენტურა აღარ იქნება ოპოზიციაში, უფრო მეტ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდას გაუჩნდება მოტივაცია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოსინტერპრესნიუსი

მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა - როდესაც აგენტურა აღარ იქნება წარმოდგენილი ოპოზიციაში, უფრო მეტ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდას გაუჩნდება იმის მოტივაცია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სასამართლოში თავდაცვა ძალიან გაუჭირდებათ.

„ჩვენ ვთვლით, რომ სარჩელი საკმარისად არის გამყარებული ფაქტებით, მტკიცებულებებით და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში ადევნონ ამ პროცესს თვალი და თავისი ყურით მოისმინონ, თუ რამდენად მყარია ჩვენი სარჩელი და ბრალდებები. ჩემთვის შეუძლებელია, წარმოვიდგინო, თუ რა შეუძლია დაუპირისპიროს აგენტურულმა ოპოზიციამ ჩვენს სარჩელს იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველა არგუმენტი არის ფაქტითა და მტკიცებულებებით გამყარებული, შესაბამისად, მათ, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდებათ თავდაცვა, მსუბუქად რომ შევაფასოთ. ალბათ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ რამდენიმე პარტიამ განაცხადა, რომ საერთოდ არ ეყოლებათ წარმოდგენილი უშუალოდ პროცესის დროს იქიდან გამომდინარე, რომ სათქმელი მათ არაფერი აქვთ," - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვთვლით, რომ სარჩელი საკმარისად არის გამყარებული ფაქტებით, მტკიცებულებებით და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში ადევნონ ამ პროცესს თვალი და თავისი ყურით მოისმინონ, თუ რამდენად მყარია ჩვენი სარჩელი და ბრალდებები. ჩემთვის შეუძლებელია, წარმოვიდგინო, თუ რა შეუძლია დაუპირისპიროს აგენტურულმა ოპოზიციამ ჩვენს სარჩელს იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველა არგუმენტი არის ფაქტითა და მტკიცებულებებით გამყარებული, შესაბამისად, მათ, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდებათ თავდაცვა, მსუბუქად რომ შევაფასოთ. ალბათ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ რამდენიმე პარტიამ განაცხადა, რომ საერთოდ არ ეყოლებათ წარმოდგენილი უშუალოდ პროცესის დროს იქიდან გამომდინარე, რომ სათქმელი მათ არაფერი აქვთ,“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით, გავანულეთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები