პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მალე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში არის არჩევნები. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნების შედეგად ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული წნეხი შემცირდება

ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი სტეფანო ახოკე აცხადებს, რომ ევროპაში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ საქართველოზე ევროკავშირის წნეხი შემცირდება. მისი თქმით, ევროკომისია ქვეყნის წარმატების შეფასებას პოლიტიკური მოტივებით ცდილობს.

ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მალე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში არის არჩევნები. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნების შედეგად ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული წნეხი შემცირდება
იმედინიუსი

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მალე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში არის არჩევნები. მიმაჩნია, რომ მომავალი წლის არჩევნების შედეგად ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული წნეხი შემცირდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ.

მან უპასუხა კითხვას - არსებობს გარკვეული იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოსადმი მიდგომები უფრო სამართლიანი გახდება. შესაძლებელია თუ არა გადაფასდეს ეს ნეგატიური დამოკიდებულება?

„ეს ეხება ერთ-ერთ მთავარ განზომილებას იმ საუბრისა, რომელიც ბრიუსელში შედგა, რომ ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულიად აცდენაშია იმ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებულ კვლევასთან, რომელიც ადასტურებს საქართველოს წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. მე მიმაჩნია, რომ ევროკომისიამ უნდა გაითვალისწინოს დამოუკიდებელი ექსპერტების კვლევის შედეგები. მგონია, რომ დიდი სამუშაო დასჭირდება ბრიუსელის მხრიდან პოზიციების ცვლილებას.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მალე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში არის არჩევნები. განსაკუთრებით საინტერესოა პოლონეთის შემთხვევა და მე ვფიქრობ, რომ პოლონეთში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, შეიძლება ვეროკავშირის მხრიდან უფრო დაბალანსებული პოლიტიკა ვიხილოთ. იტალიაში ხელისუფლების ცვლილებაც იგივე შედეგის მომტანი იქნებოდა და ასევე საფრანგეთში მარინ ლე პენის მოსვლა დადებითისკენ შეცვლიდა ევროკავშირის მიდგომას საქართველოს მიმართ. ეს თავისთავად გავლენას მოახდენს ევროკომისიის დონეზე საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისით.

ასევე კარგი მაგალითია უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება, ჩვენ ვიხილეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა, საქართველო-უნგრეთს შორის ურთიერთობები ვითარდება და შენარჩუნებულია. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ ნახსენები მომავალი წლის არჩევნების შედეგად ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული წნეხი შემცირდება. ამავე დროს, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროკომისია არის მოწადინებული, რაც შეიძლება სწრაფად აწარმოოს ეს პროცესი და ნათელია, რომ ისინი, ამ ეტაპზე, სწორედ პოლიტიკური მიზეზებით ცდილობენ საქართველოს წარმატების შეფასებას“, - განაცხადა სტეფანო ახოკემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი: ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულიად აცდენაშია იმ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებულ კვლევასთან, რომელიც ადასტურებს საქართველოს წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ეხება ერთ-ერთ მთავარ განზომილებას იმ საუბრისა, რომელიც ბრიუსელში შედგა, რომ ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულიად აცდენაშია იმ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებულ კვლევასთან, რომელიც ადასტურებს საქართველოს წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. მე მიმაჩნია, რომ ევროკომისიამ უნდა გაითვალისწინოს დამოუკიდებელი ექსპერტების კვლევის შედეგები. მგონია, რომ დიდი სამუშაო დასჭირდება ბრიუსელის მხრიდან პოზიციების ცვლილებას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მალე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში არის არჩევნები. განსაკუთრებით საინტერესოა პოლონეთის შემთხვევა და მე ვფიქრობ, რომ პოლონეთში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, შეიძლება ვეროკავშირის მხრიდან უფრო დაბალანსებული პოლიტიკა ვიხილოთ. იტალიაში ხელისუფლების ცვლილებაც იგივე შედეგის მომტანი იქნებოდა და ასევე საფრანგეთში მარინ ლე პენის მოსვლა დადებითისკენ შეცვლიდა ევროკავშირის მიდგომას საქართველოს მიმართ. ეს თავისთავად გავლენას მოახდენს ევროკომისიის დონეზე საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ასევე კარგი მაგალითია უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება, ჩვენ ვიხილეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა, საქართველო-უნგრეთს შორის ურთიერთობები ვითარდება და შენარჩუნებულია. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ ნახსენები მომავალი წლის არჩევნების შედეგად ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული წნეხი შემცირდება. ამავე დროს, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროკომისია არის მოწადინებული, რაც შეიძლება სწრაფად აწარმოოს ეს პროცესი და ნათელია, რომ ისინი, ამ ეტაპზე, სწორედ პოლიტიკური მიზეზებით ცდილობენ საქართველოს წარმატების შეფასებას“
სტეფანო ახოკე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სტეფანო ახოკე: ნამდვილად არ მგონია, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები ეჭვის ქვეშ არის. სწორედ საქართველოა, რომელიც ეკონომიკურად ვითარდება და ამავე დროს, ბრიუსელისგან მოითხოვს თანაბარ პირობებში მოლაპარაკებების წარმოებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები