ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი: ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულიად აცდენაშია იმ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებულ კვლევასთან, რომელიც ადასტურებს საქართველოს წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით
ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარ სტეფანო ახოკეს განცხადებით, ევროკომისიის დოკუმენტი სრულიად აცდენილია ექსპერტთა კვლევას, რომელიც საქართველოს წინსვლას ადასტურებს, და ევროკომისია ქვეყნის წარმატების შეფასებას პოლიტიკური მიზეზებით ცდილობს.

ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულიად აცდენაშია იმ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებულ კვლევასთან, რომელიც ადასტურებს საქართველოს წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ.
მისი თქმით, ევროკომისიამ უნდა გაითვალისწინოს დამოუკიდებელი ექსპერტების კვლევის შედეგები.
„მგონია, რომ დიდი სამუშაო დასჭირდება ბრიუსელის მხრიდან პოზიციების ცვლილებას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მალე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში არის არჩევნები. განსაკუთრებით საინტერესოა პოლონეთის შემთხვევა და მე ვფიქრობ, რომ პოლონეთში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, შეიძლება ვეროკავშირის მხრიდან უფრო დაბალანსებული პოლიტიკა ვიხილოთ. იტალიაში ხელისუფლების ცვლილებაც იგივე შედეგის მომტანი იქნებოდა და ასევე საფრანგეთში მარინ ლე პენის მოსვლა დადებითისკენ შეცვლიდა ევროკავშირის მიდგომას საქართველოს მიმართ. ეს თავისთავად გავლენას მოახდენს ევროკომისიის დონეზე საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისით.
ასევე, კარგი მაგალითია უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ ვიხილეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა, საქართველო-უნგრეთს შორის ურთიერთობები ვითარდება და შენარჩუნებულია. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ ნახსენები მომავალი წლის არჩევნების შედეგად ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული წნეხი შემცირდება. ამავე დროს, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროკომისია არის მოწადინებული, რაც შეიძლება სწრაფად აწარმოოს ეს პროცესი და ნათელია, რომ ისინი, ამ ეტაპზე, სწორედ პოლიტიკური მიზეზებით ცდილობენ საქართველოს წარმატების შეფასებას“, - განაცხადა სტეფანო ახოკემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მგონია, რომ დიდი სამუშაო დასჭირდება ბრიუსელის მხრიდან პოზიციების ცვლილებას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მალე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში არის არჩევნები. განსაკუთრებით საინტერესოა პოლონეთის შემთხვევა და მე ვფიქრობ, რომ პოლონეთში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, შეიძლება ვეროკავშირის მხრიდან უფრო დაბალანსებული პოლიტიკა ვიხილოთ. იტალიაში ხელისუფლების ცვლილებაც იგივე შედეგის მომტანი იქნებოდა და ასევე საფრანგეთში მარინ ლე პენის მოსვლა დადებითისკენ შეცვლიდა ევროკავშირის მიდგომას საქართველოს მიმართ. ეს თავისთავად გავლენას მოახდენს ევროკომისიის დონეზე საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ასევე, კარგი მაგალითია უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ ვიხილეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა, საქართველო-უნგრეთს შორის ურთიერთობები ვითარდება და შენარჩუნებულია. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ ნახსენები მომავალი წლის არჩევნების შედეგად ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული წნეხი შემცირდება. ამავე დროს, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროკომისია არის მოწადინებული, რაც შეიძლება სწრაფად აწარმოოს ეს პროცესი და ნათელია, რომ ისინი, ამ ეტაპზე, სწორედ პოლიტიკური მიზეზებით ცდილობენ საქართველოს წარმატების შეფასებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…