პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

40 ადამიანს გაუტოლდა უკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის დარტყმის მსხვერპლთა რიცხვი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კამიშევახაზე რუსეთის იერიშებს 40 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაკარგულად ითვლება. მისი თქმით, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტად ქცეულ სკოლას 9 საჰაერო ბომბი ესროლეს.

40 ადამიანს გაუტოლდა უკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის დარტყმის მსხვერპლთა რიცხვი
რადიო თავისუფლება

40 ადამიანს გაუტოლდა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კამიშევახაზე რუსეთის მიერ 2 ნოემბერს მიტანილი იერიშების მსხვერპლთა რიცხვი. ეს ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, დაკარგულად ითვლება 30-მდე ადამიანი, ადგილზე გრძელდება სამაშველო და სამძებრო სამუშაოები.

ზელენსკის განცხადებით, სკოლის შენობას, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტია განთავსებული, ესროლეს 9 საჰაერო ბომბი. დარტყმები რამდენჯერმე განხორციელდა, შემდგომ იერიშებს მათ შორის ემსხვერპლნენ ადგილზე მისული პოლიციელები და მაშველები.

რუსეთის არმიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება კამიშევახაზე მიტანილი დარტყმების შესახებ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიუკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები