პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კომიშუვახაზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა

დაბა კომიშუვახაზე რუსეთის საავიაციო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 9 ცხედარი ამოიტანეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეექვსე დღეა გრძელდება.

კომიშუვახაზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
რადიო თავისუფლება

რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, რომელიც 2 ნოემბერს დაბა კომიშუვახაზე განხორციელდა, 55-მდე გაიზარდა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამძებრო სამუშაოების წარმოებისას, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ 9 დაღუპული ადამიანის ცხედრები და ნეშტები“, განაცხადა უკრაინის საგანგებო სიტუციების სახელმწიფო სამსახურმა.

ტრაგედიის ადგილზე უკვე მეექვსე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. „საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველები და კინოლოგები განმეორებითი დარტყმების საფრთხის მიუხედავად მუშაობენ“, დაწერა ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემასრულებელმა მიხაილო სემიკინმა.

ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კომიშუვახაზე ცხრა საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ჯერ დარტყმა მიიტანეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მივიდნენ უმოქმედო სკოლის შენობაში, სადაც მისი გაცემის პუნქტი იყო მოწყობილი, ხოლო შემდეგ ადგილზე მისულ მაშველებსა და პოლიციელებზე.

კომიშუვახა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს და მასზე რეგულარულად ხორციელდება რუსეთის ჯარების დარტყმები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამძებრო სამუშაოების წარმოებისას, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ 9 დაღუპული ადამიანის ცხედრები და ნეშტები“
„საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველები და კინოლოგები განმეორებითი დარტყმების საფრთხის მიუხედავად მუშაობენ“
მიხაილო სემიკინი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
53-მდე გაიზარდა ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები