ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირის ტონი შერბილებულია და ბრიუსელი არსებული მდგომარეობის გაყინვასა და მომავალი არჩევნების შედეგების დალოდებას აპირებს, რის გამოც ქვეყნის წინააღმდეგ მძიმე სადამსჯელო ღონისძიებები მოსალოდნელი არ არის.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშსა და საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რიტორიკა შედარებით შერბილებულია და იკვეთება მიდგომა, რომ ბრიუსელი არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შენარჩუნებას და მომავალი არჩევნების შედეგების დალოდებას აპირებს.
ანჯაფარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ მძიმე სადამსჯელო ღონისძიებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ ევროკავშირმა გარკვეული ზეწოლა განახორციელოს.
ანალიტიკოსის შეფასებითვე, „ევრობიუროკრატია” საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს, რომლებზეც საქართველოსგან მკაფიო უარი მიიღო, რაც უცხოელების მიერ მოსამართლეების დანიშვნის საკითხს ეხება.
„არადა ფაქტები სხვა რამეს ღაღადებენ. იხ. პირველივე კომენტარში.
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს შესახებ და ევრობიუროკრატების განცხადებებიდან ჩვენს ქვეყანაზე, ორი ჩემის აზრით საგულისხმო მომენტი დავიჭირე.
1/ მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ. მანამდე არ მგონია რამე მძიმე სადამსჯელო ღონიძიებები დაგვიწესონ. შეიძლება არჩევნების წინ გვიკბინონ...
2/ ევრობიუროკრატია საკუთარი "მუნდირის ღირსებას" იცავს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს (მაგ. მოსამართლეების დანიშვნა უცხოელების მიერ) რაზედაც ჩვენგან მკაფიო უარი მიიღეს, სამართლიანად.
ვფიქრობ, რომ ეს გაჭიანურებული და მრავალტაიმიანი პოლიტიკური პინგ-პონგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება...
სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები“, - წერს ანჯაფარიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: „მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ“
ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ
ციტატები სტატიიდან
„არადა ფაქტები სხვა რამეს ღაღადებენ. იხ. პირველივე კომენტარში. ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს შესახებ და ევრობიუროკრატების განცხადებებიდან ჩვენს ქვეყანაზე, ორი ჩემის აზრით საგულისხმო მომენტი დავიჭირე. 1/ მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ. მანამდე არ მგონია რამე მძიმე სადამსჯელო ღონიძიებები დაგვიწესონ. შეიძლება არჩევნების წინ გვიკბინონ... 2/ ევრობიუროკრატია საკუთარი "მუნდირის ღირსებას" იცავს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს (მაგ. მოსამართლეების დანიშვნა უცხოელების მიერ) რაზედაც ჩვენგან მკაფიო უარი მიიღეს, სამართლიანად. ვფიქრობ, რომ ეს გაჭიანურებული და მრავალტაიმიანი პოლიტიკური პინგ-პონგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება... სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…