ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ევროკავშირის ტონი შერბილებულია, ბრიუსელი მდგომარეობის გაყინვასა და არჩევნების დალოდებას აპირებს, ამიტომ საქართველოს წინააღმდეგ მძიმე სადამსჯელო ზომები ნაკლებად მოსალოდნელია.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშსა და საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რიტორიკა შედარებით შერბილებულია და იკვეთება მიდგომა, რომ ბრიუსელი არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შენარჩუნებას და მომავალი არჩევნების შედეგების დალოდებას აპირებს.
ანჯაფარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ მძიმე სადამსჯელო ღონისძიებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ ევროკავშირმა გარკვეული ზეწოლა განახორციელოს.
ანალიტიკოსის შეფასებითვე, "ევრობიუროკრატია" საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს, რომლებზეც საქართველოსგან მკაფიო უარი მიიღო, რაც უცხოელების მიერ მოსამართლეების დანიშვნის საკითხს ეხება.
"ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს შესახებ და ევრობიუროკრატების განცხადებებიდან ჩვენს ქვეყანაზე, ორი ჩემის აზრით საგულისხმო მომენტი დავიჭირე.
პირველი - მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ. მანამდე არ მგონია რამე მძიმე სადამსჯელო ღონიძიებები დაგვიწესონ. შეიძლება არჩევნების წინ გვიკბინონ...
მეორე - ევრობიუროკრატია საკუთარი "მუნდირის ღირსებას" იცავს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს (მაგ. მოსამართლეების დანიშვნა უცხოელების მიერ) რაზედაც ჩვენგან მკაფიო უარი მიიღეს, სამართლიანად.
ვფიქრობ, რომ ეს გაჭიანურებული და მრავალტაიმიანი პოლიტიკური პინგ-პონგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.
სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები." - წერს ანჯაფარიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ
ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: „მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ“
ციტატები სტატიიდან
„ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს შესახებ და ევრობიუროკრატების განცხადებებიდან ჩვენს ქვეყანაზე, ორი ჩემის აზრით საგულისხმო მომენტი დავიჭირე. პირველი - მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ. მანამდე არ მგონია რამე მძიმე სადამსჯელო ღონიძიებები დაგვიწესონ. შეიძლება არჩევნების წინ გვიკბინონ... მეორე - ევრობიუროკრატია საკუთარი "მუნდირის ღირსებას" იცავს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს (მაგ. მოსამართლეების დანიშვნა უცხოელების მიერ) რაზედაც ჩვენგან მკაფიო უარი მიიღეს, სამართლიანად. ვფიქრობ, რომ ეს გაჭიანურებული და მრავალტაიმიანი პოლიტიკური პინგ-პონგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები.“
„იცავს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს (მაგ. მოსამართლეების დანიშვნა უცხოელების მიერ) რაზედაც ჩვენგან მკაფიო უარი მიიღეს, სამართლიანად. ვფიქრობ, რომ ეს გაჭიანურებული და მრავალტაიმიანი პოლიტიკური პინგ-პონგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…