პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ღამის სასამართლოები და ნოტარიუსები ვისაც გაწუხებდათ…” – ბერდია სიჭინავა

საკონსტიტუციო სასამართლო

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ჩორჩანას საქმის განხილვა ღამის 22:00 საათზე არასამუშაო დროს უწყვეტად გრძელდება, რათა განაჩენი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს მოუსწრონ.

“ღამის სასამართლოები და ნოტარიუსები ვისაც გაწუხებდათ…” – ბერდია სიჭინავა
ალია

გახარიას პარტიის წევრი, ბერდია სიჭინავა:

ღამის სასამართლოები და ნოტარიუსები ვისაც გაწუხებდათ წინა ხელისუფლების დროს, აი, ახლა ამ წუთებში, ღამის 22:00 საათზე, უკვე მე-6 საათია ჩორჩანას საქმე განიხილება შეუჩერებლად, როგორმე უნდა მოუსწრონ ეს განაჩენი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს, ოღონდ რა კავშირშია პარტიის აკრძალვასთან, საერთოდ გაუგებარია.

არ არსებობს რაციონალური ახსნა და რაიმე

არგუმენტი, არასამუშაო საათებში, შუაღამე, რატომ გრძელდება ინტენსიურად ეს სხდომა, დაცვის უფლების ხელყოფის ხარჯზე, რაც სამართლიანი სასამართლოს კონვენციური უფლების არსებითი დარღვევაა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამას აუცილებლად დაადგენს ამ საქმეზე.

ყველა საკუთარ განაჩენს წერს ამ

საქმით, ხელი არავის უნდა შევუშალოთ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ორგანული კანონის რომელი მუხლის საფუძველზე წამოხტით და მეჩრებით სიტყვაში?" - ბერდია სიჭინავა გორდულაძესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები