პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის დაფუძნებული კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასებაზე - ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ გაწევრიანების პროცესი თვითშეფასებაზე არ არის დაფუძნებული და ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა, სიტყვიერი ინტერესის მიუხედავად, ევროკავშირის გზას შორდება და მიღწეული პროგრესიდან უკან იხევს.

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის დაფუძნებული კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასებაზე - ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით
ინტერპრესნიუსი

მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის დაფუძნებული კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასებაზე, ევროკავშირია ის, ვინც აფასებს კანდიდატ ქვეყანას ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა და შესაბამისად გამოეხმაურა გუშინ „ევრონიუსის“ გაფართოების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი ოპტიმისტურად უყურებენ ევროკავშირის მხრიდან მიდგომები შეიცვლება.

ელჩის თქმით, გაწევრიანების პროცესი ნებაყოფლობით განცხადებას ეფუძნება და ევროკავშირის წევრობაზე ნებაყოფლობითი განცხადების შეტანით, ქვეყანა ეთანხმება ევროკომისიის ზედამხედველობასა და შემოწმებას.

„ეს მარტივი სიმართლეა, ეს ევროკავშირის გაფართოების საფუძველია. ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით. გაწევრიანების პროცესი ნებაყოფლობით განცხადებას ეფუძნება. ევროკავშირის წევრობაზე ნებაყოფლობითი განცხადების შეტანით, ქვეყანა ეთანხმება ევროკომისიის ზედამხედველობასა და შემოწმებას. ჩვენ წინ მივიწევთ გაფართოების საკითხში. არიან კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც გაფართოების საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. და თქვენ ახლახან მოუსმინეთ კომისარ კოსს, რომელმაც დაასახელა მონტენეგრო, ალბანეთ, უკრაინა და მოლდოვა, როგორც მოწინავე ქვეყნები. არიან, ასევე, ქვეყნები, რომლებიც სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად გამოახატავენ თავიანთ ინტერესს, შორდებიან ევროკავშირის გზას და რეალურად მიღწეული პროგრესიდან უკან იხევენ. ეს უკიდურესად დასანანია, მაგრამ ეს ყველა კანდიდატი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა“.- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს მარტივი სიმართლეა, ეს ევროკავშირის გაფართოების საფუძველია. ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით. გაწევრიანების პროცესი ნებაყოფლობით განცხადებას ეფუძნება. ევროკავშირის წევრობაზე ნებაყოფლობითი განცხადების შეტანით, ქვეყანა ეთანხმება ევროკომისიის ზედამხედველობასა და შემოწმებას. ჩვენ წინ მივიწევთ გაფართოების საკითხში. არიან კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც გაფართოების საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. და თქვენ ახლახან მოუსმინეთ კომისარ კოსს, რომელმაც დაასახელა მონტენეგრო, ალბანეთ, უკრაინა და მოლდოვა, როგორც მოწინავე ქვეყნები. არიან, ასევე, ქვეყნები, რომლებიც სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად გამოახატავენ თავიანთ ინტერესს, შორდებიან ევროკავშირის გზას და რეალურად მიღწეული პროგრესიდან უკან იხევენ. ეს უკიდურესად დასანანია, მაგრამ ეს ყველა კანდიდატი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველო უარს ამბობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის უპირატესობებზე - პაველ ჰერჩინსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები