ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
„იბერია 1999“-ის 17 წლის ნახევარმცველი ანდრია ბართიშვილი ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ფეხბურთელს სინდესმოსური იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა.

თბილისის "დინამოსთან" მატჩში "იბერია 1999"-ის 17 წლის ნახევარმცველის ანდრია ბართიშვილის მიღებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.
"ანდრია ბართიშვილს მრტ-ს კვლევით წინა წვივ-მცირეწვივის იოგის (ATFL), იგივე სინდესმოსური იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა. მკურნალობის რამდენიმე ეტაპისა და სრული რეაბილიტაციის დასრულებას ანდრია სეზონის დასრულებამდე შეძლებს. მალე გამოჯანმრთელდი, ბართი!", - იტყობინება თბილისური კლუბის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, ბართიშვილს "არსენალმა" კონტრაქტი გაუფორმა და ლონდონურ გუნდში მომავალ წელს გადავა, როდესაც სრულწლოვანი გახდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…