ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
„ბარსელონას“ მცველმა ჩავი ესპარტმა „რეალთან“ მატჩში მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით 7 კვირა უნდა გამოტოვოს. ესპარტთან ბურთზე ბრძოლისას მიიღო ტრავმა მანამდე ხვიჩა კვარაცხელიამაც.

"რეალთან" ლა ლიგის მეათე ტურის მატჩის 30-ე წუთზე "ბარსელონას" მცველმა ჩავი ესპარტმა ორელენ ჩუამენისთან შეჯახების შედეგად ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
კატალონიური კლუბის საიტი იტყობინება, რომ ესპარტმა მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და დაახლოებით 7 კვირა გაუცდება.
19 წლის ესპარტმა ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" შეხვედრისას, ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ესპარტთან ბურთზე ბრძოლისას დაშავდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…