პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები

საქართველოს თუ სურს ევროკავშირის წევრობა, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის წესებს არ შეესაბამება და მხარეებს შორის დისტანციას ზრდის.

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები
პირველი არხი

საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. კერძოდ, „როგორც ვიცით, აშშ ამკაცრებს „ფარას“, ასევე გარკვეული ევროპული ქვეყნებიც ამკაცრებენ თავიანთ კანონმდებლობას. მაშინ როგორ აიხსნება მოთხოვნა საქართველოს მისამართით, რომ ქვეყანამ გააუქმოს არსებული კანონი“.

ევროკავშირის ელჩის თქმით, მას არაერთხელ უთქვამს, რომ გამჭვირვალობის კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.

„პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის კანონებს. არა ამერიკული, რუსული ან ჩინური კანონები, ან სხვები, არამედ უნდა მიიღოს ევროპული კანონები. ძალიან მკაფიოდ ვთქვით, ჯერ კიდევ 2023 წელს, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ჩვენ მოხარული ვიყავით, რომ 2023 წელს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, გაეწვია ეს კანონი. სწორედ ამის გამო შევძელით, წინ გადაგვედგა ნაბიჯები. სწორედ ამიტომაც, 2023 წლის ბოლოს ჩვენ ყველანი ვზეიმობდით, რომ საქართველო გახდა კანდიდატი ქვეყანა. სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩვენდა გასაოცრად, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, უკან დაეხია და კვლავ შემოეტანა კანონი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, მათ შორის მეც – თუ შეიძლება, ნუ იზამთ ამას, ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, ევროკავშირის წესებს და ჩვენ ვთქვით, რომ ამას ექნებოდა შედეგი.

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა ამ მიმართულებით მოქმედება, შემდეგ კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი კანონი და ა.შ. ყველა ამ კანონმა შექმნა დისტანცია ჩვენსა და საქართველოს შორის, გაზარდეს უფსკრული ჩვენ შორის. სწორედ საქართველოს გადასაწყვეტია, რომელი კანონი უნდა მიიღოს, მაგრამ, როგორც ევროკავშირის ელჩი, მე ვამბობ, რომ საქართველოს თუკი სურს, ოდესმე გაწევრიანდეს ევროკავშირში, უნდა განახორციელოს ისეთი კანონები, რომლებიც არის ევროპული“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპაველ ჰერჩინსკი - თუ საქართველოს სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ევროპულია, არა ამერიკული, რუსული, ჩინური ან სხვა - კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი, კიდევ ერთი, ყოველი მათგანი სულ უფრო ზრდის დისტანციას
  2. BM.GEოპოზიციური„ვევედრებოდით, არ ექნათ ეს“ - ევროკავშირის ელჩი „რუსულ კანონსა“ და შეჩერებულ ინტეგრაციაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც ვიცით, აშშ ამკაცრებს „ფარას“, ასევე გარკვეული ევროპული ქვეყნებიც ამკაცრებენ თავიანთ კანონმდებლობას. მაშინ როგორ აიხსნება მოთხოვნა საქართველოს მისამართით, რომ ქვეყანამ გააუქმოს არსებული კანონი“
„პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის კანონებს. არა ამერიკული, რუსული ან ჩინური კანონები, ან სხვები, არამედ უნდა მიიღოს ევროპული კანონები. ძალიან მკაფიოდ ვთქვით, ჯერ კიდევ 2023 წელს, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ჩვენ მოხარული ვიყავით, რომ 2023 წელს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, გაეწვია ეს კანონი. სწორედ ამის გამო შევძელით, წინ გადაგვედგა ნაბიჯები. სწორედ ამიტომაც, 2023 წლის ბოლოს ჩვენ ყველანი ვზეიმობდით, რომ საქართველო გახდა კანდიდატი ქვეყანა. სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩვენდა გასაოცრად, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, უკან დაეხია და კვლავ შემოეტანა კანონი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, მათ შორის მეც – თუ შეიძლება, ნუ იზამთ ამას, ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, ევროკავშირის წესებს და ჩვენ ვთქვით, რომ ამას ექნებოდა შედეგი. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა ამ მიმართულებით მოქმედება, შემდეგ კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი კანონი და ა.შ. ყველა ამ კანონმა შექმნა დისტანცია ჩვენსა და საქართველოს შორის, გაზარდეს უფსკრული ჩვენ შორის. სწორედ საქართველოს გადასაწყვეტია, რომელი კანონი უნდა მიიღოს, მაგრამ, როგორც ევროკავშირის ელჩი, მე ვამბობ, რომ საქართველოს თუკი სურს, ოდესმე გაწევრიანდეს ევროკავშირში, უნდა განახორციელოს ისეთი კანონები, რომლებიც არის ევროპული“
პაველ ჰერჩინსკი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაველ ჰერჩინსკი - ხელისუფლების გაცხადებული ნება, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ ანტიევროპულ, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები