პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობაა ზუსტად ევროპული სტანდარტი და ანალოგიურ კანონებს იღებენ ევროპის არაერთ ქვეყანაში, ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი, თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „გამჭვირვალობის კანონის“ შედეგად ქვეყანაში „უცხოური აგენტურა თითქმის სრულად განეიტრალებულია“ და მისი გაუქმება გამორიცხულია. მან ეს განცხადება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობაა ზუსტად ევროპული სტანდარტი და ანალოგიურ კანონებს იღებენ ევროპის არაერთ ქვეყანაში, ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი, თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა
პირველი არხი

„გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა კონკრეტული ეფექტი, კონკრეტული შედეგი და შედეგი არის ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, ეს არ მოსწონთ, უცხოური აგენტურის განეიტრალება არ მოსწონთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობა არის ზუსტად რომ ევროპული სტანდარტი და ანალოგიურ კანონებს იღებენ ევროპის არაერთ ქვეყანაში.

„აქ საქმე ეხება რას – მარტივად, უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ დეკლარაციები კონკრეტულ უწყებაში. ამაზე მეტად ევროპული არ შეიძლება, რამე იყოს. აქაც ვერ შემოდიან ვერავითარ დისკუსიაში, უბრალოდ უხეშად უნდათ, რომ ჩვენ გავაუქმოთ ეს კანონი, ასე არ გამოვა. იცით, რომ ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი, კონკრეტული ეფექტი და შედეგი არის ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ მოსწონთ, უცხოური აგენტურის განეიტრალება არ მოსწონთ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმება არ გამოვა - ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი და ესაა ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „გამჭვირვალობაა ზუსტად ევროპული სტანდარტი და ანალოგიურ კანონებს იღებენ ევროპის არაერთ ქვეყანაში. ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი – თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აქ საქმე ეხება რას – მარტივად, უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ დეკლარაციები კონკრეტულ უწყებაში. ამაზე მეტად ევროპული არ შეიძლება, რამე იყოს. აქაც ვერ შემოდიან ვერავითარ დისკუსიაში, უბრალოდ უხეშად უნდათ, რომ ჩვენ გავაუქმოთ ეს კანონი, ასე არ გამოვა. იცით, რომ ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი, კონკრეტული ეფექტი და შედეგი არის ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ მოსწონთ, უცხოური აგენტურის განეიტრალება არ მოსწონთ,“
„საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები“
პაველ ჰერჩინსკი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს, გამჭვირვალობის კანონი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები