პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაველ ჰერჩინსკი - თუ საქართველოს სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ევროპულია, არა ამერიკული, რუსული, ჩინური ან სხვა - კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი, კიდევ ერთი, ყოველი მათგანი სულ უფრო ზრდის დისტანციას

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მან ევროპული კანონები უნდა მიიღოს და არა ამერიკული, რუსული ან ჩინური. მისი თქმით, მიღებული კანონები ევროკავშირსა და საქართველოს შორის დისტანციას სულ უფრო ზრდის.

პაველ ჰერჩინსკი - თუ საქართველოს სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ევროპულია, არა ამერიკული, რუსული, ჩინური ან სხვა - კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი, კიდევ ერთი, ყოველი მათგანი სულ უფრო ზრდის დისტანციას
ინტერპრესნიუსი

თუ საქართველოს სურს, რომ ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ევროპულია - არა ამერიკული, რუსული, ჩინური ან ნებისმიერი სხვა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

“თუ საქართველოს სურს, რომ ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ევროპულია. არა კანონები, რომლებიც ამერიკულია, რუსული, ჩინური ან ნებისმიერი სხვა - ევროპული კანონები.

ძალიან ნათლად ვთქვით, ჯერ კიდევ 2023 წელს, რომ ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. მოხარული ვიყავით, რომ 2023 წელს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა უპირობოდ გაეწვია ეს კანონი. ეს დაგვეხმარა პროგრესის მიღწევაში. და 2023 წლის ბოლოს ყველა აღვნიშნავდით საქართველოს კანდიდატ ქვეყნად გახდომას.

რამდენიმე კვირის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, იმავე მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა უკან წასვლა და ამ კანონის ხელახლა წარმოდგენა. ხმამაღლად და ცხადად ვთქვით, მათ შორის მეც: “გთხოვთ, არ ქნათ ეს, გთხოვთ, არ ქნათ ეს”. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და ასევე ხმამაღლად და ცხადად ვთქვით, რომ შედეგები იქნებოდა.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გაეგრძელებინა ეს. მერე კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი კანონი - ყოველი მათგანი სულ უფრო და უფრო ზრდის დისტანციას ჩვენს, ევროკავშირსა, და საქართველოს შორის.

საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონებია შესაბამისი საქართველოსთვის. თუმცა - და ეს ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის - სათქმელია, თუ საქართველოს სურს, რომ ოდესმე გაწევრიანდეს ევროკავშირში, საქართველოს უნდა ჰქონდეს კანონები, რომლებიც ევროპულია,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოპაველ ჰერჩინსკი – საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები
  2. BM.GEოპოზიციური„ვევედრებოდით, არ ექნათ ეს“ - ევროკავშირის ელჩი „რუსულ კანონსა“ და შეჩერებულ ინტეგრაციაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გთხოვთ, არ ქნათ ეს, გთხოვთ, არ ქნათ ეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პაველ ჰერჩინსკი - საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ მან უნდა გვაჩვენოს, რომ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს - გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები