ევროპარლამენტის პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, კანონპროექტების მომზადებისას ხელოვნურ ინტელექტს არ დაეყრდნონ
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დეპუტატები გააფრთხილა, გადაწყვეტილების მიღებისას ხელოვნურ ინტელექტს ზედმეტად არ დაეყრდნონ და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა მაინც არჩეულ პირებს ეკისრებათ.

ევროპარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების ახალი სახელმძღვანელო წესების შემუშავება დაიწყო. ამ ფონზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტარები გააფრთხილა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტისმეტად არ დაეყრდნონ ტექნოლოგიებს.
„ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესწორების პროექტის მომზადება ფუნდამენტურად ვერ ჩაანაცვლებს კოლეგასთან კონსტრუქციულ დებატებს“, - განაცხადა მეცოლამ პარლამენტში AI-ის გამოყენების შესახებ გამართულ ღონისძიებაზე. - „ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სამართლებრივი კვლევის ჩატარება საბოლოო ჯამში ვერ შეცვლის იმ განსჯასა და კრიტიკულ აზროვნებას, რაც რთული გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო“.
მეცოლას თქმით, კანონშემოქმედებით პროცესში აუცილებელია „დემოკრატიული პასუხისმგებლობის“ შენარჩუნება. მან ხაზგასმით აღნიშნა: „სადაც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი, ხალხმა ეს უნდა იცოდეს“.
„იმის მიუხედავად, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული AI პარლამენტში, პასუხისმგებლობა მაინც არჩეულ პირებს ეკისრებათ“, - დასძინა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
ციტატები სტატიიდან
„ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესწორების პროექტის მომზადება ფუნდამენტურად ვერ ჩაანაცვლებს კოლეგასთან კონსტრუქციულ დებატებს“
„ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სამართლებრივი კვლევის ჩატარება საბოლოო ჯამში ვერ შეცვლის იმ განსჯასა და კრიტიკულ აზროვნებას, რაც რთული გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო“
„სადაც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი, ხალხმა ეს უნდა იცოდეს“
„იმის მიუხედავად, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული AI პარლამენტში, პასუხისმგებლობა მაინც არჩეულ პირებს ეკისრებათ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…