პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რობერტა მეცოლამ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა – „არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის“

„არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის“, – მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ქართველ ხალხს. ენერგოუსაფრთხოებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირს პირველ რიგში საიმედო პარტნიორები და თანამშრომლობა სჭირდება.

რობერტა მეცოლამ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა – „არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის“
პირველი არხი

ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად ჟურნალისტებს ევროკავშირის საბჭოზე ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

კითხვაზე, რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სხვა კანდიდატი ქვეყნები წინ მიიწევენ და რა გზავნილი ექნებოდა ქართველი ხალხისთვის, მეცოლამ განაცხადა:

„არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის. სწორედ ამას ვეუბნებით ყველა ქვეყანას და ველოდებით გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას, დამსახურების მიხედვით, თითოეული ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ განვაგრძობთ დისკუსიას ყველა ქვეყანასთან“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

ამასთან, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობისა და ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში დასმულ კითხვაზე, დადგა თუ არა დრო, ევროკავშირმა შეცვალოს მიდგომა საქართველოს მიმართ და გააღრმავოს მასთან დიალოგი, მეცოლამ აღნიშნა:

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ენერგომომარაგებაზე, პირველ რიგში, გვჭირდება საიმედო პარტნიორები და საიმედო თანამშრომლობა“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიმეცოლა ქართველ ხალხს: არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს
  2. ფორმულაოპოზიციურიმეცოლა ქართველებს: არ დანებდეთ, EU მუდამ ღია იქნება მათთვის, ვინც იმედიანადაა განწყობილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის. სწორედ ამას ვეუბნებით ყველა ქვეყანას და ველოდებით გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას, დამსახურების მიხედვით, თითოეული ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ განვაგრძობთ დისკუსიას ყველა ქვეყანასთან“
რობერტა მეცოლა
„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ენერგომომარაგებაზე, პირველ რიგში, გვჭირდება საიმედო პარტნიორები და საიმედო თანამშრომლობა“
რობერტა მეცოლა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის - მარტა კოსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები