მეცოლა ქართველებს: არ დანებდეთ, EU მუდამ ღია იქნება მათთვის, ვინც იმედიანადაა განწყობილი
„არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება მათთვის, ვინც იმედიანადაა განწყობილი“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ. მისი თქმით, ევროკავშირი მოუთმენლად ელის გაწევრიანების დაჩქარებას ქვეყნის მიღწევების შესაბამისად.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დღეს ბრიუსელში მედიის კითხვებს უპასუხა. მას ჰკითხეს, თუ რა გზავნილი აქვს ქართველი ხალხისთვის, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
რობერტა მეცოლას თქმით, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება მათთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი. ის ქართველებს მოუწოდებს, არ დანებდნენ.
"არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი მის მიმართ - სწორედ ამას ვეუბნებით ჩვენ ყველა ქვეყანას. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველოდებით გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ქვეყნის მიღწევებისა და დამსახურების შესაბამისად. სწორედ ამიტომაც ვაგრძელებთ დიალოგს ყველა ქვეყანასთან", - განაცხადა მან.
რობერტა მეცოლას კითხვა დაუსვა სამთავრობო, პროპაგანდისტულმა ტვ იმედმაც. იმედის ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ენერგოუსაფრთხოებას - კერძოდ, ჟურნალისტმა იკითხა: "დადგა თუ არა დრო, ევროკავშირმა შეცვალოს მიდგომა საქართველოს მიმართ და გააღრმაოს მასთან დიალოგი".
ამ კითხვაზე პასუხისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პარტნიორების სანდოობაზე გაამახვილა ყურადღება:
"ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგომომარაგებაზე, პირველ რიგში გვჭირდება საიმედო პარტნიორები და საიმედო თანამშრომლობა", - განაცხადა რობერტა მეცოლამ.
ციტატები სტატიიდან
„არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი მის მიმართ - სწორედ ამას ვეუბნებით ჩვენ ყველა ქვეყანას. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველოდებით გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ქვეყნის მიღწევებისა და დამსახურების შესაბამისად. სწორედ ამიტომაც ვაგრძელებთ დიალოგს ყველა ქვეყანასთან“
„დადგა თუ არა დრო, ევროკავშირმა შეცვალოს მიდგომა საქართველოს მიმართ და გააღრმაოს მასთან დიალოგი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.