პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-სკენ შესაძლოა მიემართებოდეს რუსული საწვავით დატვირთული 13 ტანკერი

რესპუბლიკური პარტია

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეთანხმების შედეგად აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დროებითი ლიცენზია გასცა.

აშშ-სკენ შესაძლოა მიემართებოდეს რუსული საწვავით დატვირთული 13 ტანკერი
რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის 300 ათას ტონაზე მეტი დიზელის საწვავით დატვირთული რვა ტანკერი ამჟამად, დიდი ალბათობით, მიემართება ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების კორესპონდენტს მიაწოდეს წყაროებმა უკრაინის მთავრობიდან. აღინიშნება, რომ რვა ხომალდმა დანიშნულების ადგილად აშშ დაასახელა და მერვეც - ბერძნული ტანკერი Athina M - სავარაუდოდ ასევე აშშ-ში მიდის.

რვა ტანკერს, რომელთა სახელებია Leruo, Primorye, Manta და Feliks, დაწესებული აქვს სანქციები ევროკავშირისგან - რომელიც მიიჩნევს, რომ ისინი შედიან რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტში.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენდის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი შეთანხმების შემდეგ, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს გასცა დროებითი ზოგადი ლიცენზია, რომელიც მოიცავს ნებართვას მსოფლიო ბაზრებზე რუსეთის დიზელის საწვავის გატანის ოპერაციებზე. ეს ნაბიჯი იყო ნაწილი მცდელობისა შემცირებულიყო საწვავის ფასები. ტრამპი აცხადებდა, რომ მიაღწია შეთანხმებას რუსეთის საწვავის მილიონობით ტონის მოცულობით ჩატანაზე უშუალოდ აშშ-ში.

ტანკერები აშშ-ის პორტებში უნდა ჩავიდეს მიმდინარე და შემდეგ კვირებში. მანამდე სხვა სადამკვირვებლო ჯგუფები აცხადებდნენ, რომ აშშ-სკენ მომავალი, რუსეთის საწვავით დატვირთული ტანკერების საერთო რაოდენობა შესაძლოა 13 იყოს.

მანამდე ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორი, დემოკრატი მიკი შერილი პორტებისა და ტერმინალების თანამშრომლებს აფრთხილებდა, რომ რუსეთის დიზელის საწვავის მიღება შესაძლოა ფედერალურ კანონს არღვევდეს. გუბერნატორი ამბობდა, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართავდა, რათა ნიუ-ჯერსის პორტებში რუსეთის საწვავი არ მიეღოთ.

დემოკრატი სენატორები და რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებელი მიიჩნევენ, რომ რუსეთის საწვავის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის შეჩერების გადაწყვეტილება - რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო - შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კანონს. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს ასე არ არის და მიღწეულ შეთანხმებას ხსნის ძალისხმევით ამერიკელი მომხმარებლებისთვის შემცირდეს საწვავის ფასი. ბევრი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის საწვავის შესყიდვით ფასების შემცირების პერსპექტივას - რადგან შესყიდული საწვავის მოცულობა შედარებით მცირეა.

ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ წააგო 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები კონგრესში. თავად ტრამპმა აღიარა, რომ მარცხის მიზეზი შესაძლოა გახდა საწვავის ფასის ზრდა, რაც უწინარესად გამოიწვია ირანის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურირუსული დიზელით დატვირთული 13 ტანკერი აშშ-ისკენ მიემართებ
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
“რუსული დიზელი ოკეანეში გაიჭედა – მყიდველები არ ჩანან”– რომან გოცირიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები