პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი: „მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს – აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნის, ეკა სეფაშვილის მტკიცებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი მიზეზები მოგონილი საბაბია და ევროკავშირს საქართველოს ხილვა მხოლოდ მარიონეტ ქვეყნად სურს.

ეკა სეფაშვილი: „მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს – აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“
POSTV

პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეაფასა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკომისიის გაფართოების ამ ანგარიშს, რომელიც ასახავს ისეთ რეალობას, რომელშიც საქართველოს ხილვა მხოლოდ მარიონეტ ქვეყნად სურთ. ესაა რეალობა და სწორედ ამას ასახავს ეს ანგარიშიც.

მიზეზები, რომლებიც ამ ანგარიშშია მოყვანილი და წლიდან წლამდე გვესმის, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს. აბა, ტყუილუბრალოდ, მოწმენდილ ცაზე, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას.

სწორედ ეს არის მიზეზი [გაფართოების ანგარიშის] – საქართველოში მხოლოდ მარიონეტული მთავრობა სურთ, რომელიც უპირობოდ შეასრულებს მათ მითითებებს, არ მიიღებს ისეთ კანონებს, რომლებიც ხელს უშლის ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას.

მათ ინტერესში ბევრი სხვადასხვა საკითხია – ომში ჩართვიდან დაწყებული, LGBT პროპაგანდით და არა მარტო პროპაგანდით დამთავრებული, აღარაფერს ვამბობ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონმდებლობაზე – ამ რეალობას ასახავს ევროკავშირის ეს ანგარიში.

დიდი ხანია, ვმუშაობ ევროინტეგრაციის საკითხებზე. ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორი დელიკატური ენით წერდნენ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს, როგორი აკადემიურობით აღნიშნავდნენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს უნდა შეესრულებინა, და როგორი თანამშრომლობითი ურთიერთობა იყო ნებისმიერი საკითხის შესრულებისას ან ნებისმიერ სფეროში პროგრესის მისაღწევად.

ეს ანგარიში ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირში დღეს არის ის ევროკომისია, რომელსაც არ გააჩნია ის ფუძემდებლური ღირებულებები, რომლებიც ევროკავშირს უდევს საფუძვლად და რომლის გამოც უნდა საქართველოს და ქვეყნის მოსახლეობას ევროკავშირში ინტეგრაცია.

დღეს ჩვენ ვხედავთ იმ ღირებულებებს, რომელთაც ქართველი ხალხი არ აღიარებს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ რევოლუციის ამდენი მცდელობიდან წარმატებით ვერცერთი ვერ დაგვირგვინდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც შემდგომი ნაბიჯები და შემდგომი მცდელობები (ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი იქნება) გამოიღებს ნაყოფს. ვგულისხმობ ძალადობრივი მეთოდით ხელისუფლების შეცვლას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკომისიის გაფართოების ამ ანგარიშს, რომელიც ასახავს ისეთ რეალობას, რომელშიც საქართველოს ხილვა მხოლოდ მარიონეტ ქვეყნად სურთ. ესაა რეალობა და სწორედ ამას ასახავს ეს ანგარიშიც. მიზეზები, რომლებიც ამ ანგარიშშია მოყვანილი და წლიდან წლამდე გვესმის, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს. აბა, ტყუილუბრალოდ, მოწმენდილ ცაზე, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას. სწორედ ეს არის მიზეზი [გაფართოების ანგარიშის] – საქართველოში მხოლოდ მარიონეტული მთავრობა სურთ, რომელიც უპირობოდ შეასრულებს მათ მითითებებს, არ მიიღებს ისეთ კანონებს, რომლებიც ხელს უშლის ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას. მათ ინტერესში ბევრი სხვადასხვა საკითხია – ომში ჩართვიდან დაწყებული, LGBT პროპაგანდით და არა მარტო პროპაგანდით დამთავრებული, აღარაფერს ვამბობ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონმდებლობაზე – ამ რეალობას ასახავს ევროკავშირის ეს ანგარიში. დიდი ხანია, ვმუშაობ ევროინტეგრაციის საკითხებზე. ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორი დელიკატური ენით წერდნენ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს, როგორი აკადემიურობით აღნიშნავდნენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს უნდა შეესრულებინა, და როგორი თანამშრომლობითი ურთიერთობა იყო ნებისმიერი საკითხის შესრულებისას ან ნებისმიერ სფეროში პროგრესის მისაღწევად. ეს ანგარიში ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირში დღეს არის ის ევროკომისია, რომელსაც არ გააჩნია ის ფუძემდებლური ღირებულებები, რომლებიც ევროკავშირს უდევს საფუძვლად და რომლის გამოც უნდა საქართველოს და ქვეყნის მოსახლეობას ევროკავშირში ინტეგრაცია. დღეს ჩვენ ვხედავთ იმ ღირებულებებს, რომელთაც ქართველი ხალხი არ აღიარებს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ რევოლუციის ამდენი მცდელობიდან წარმატებით ვერცერთი ვერ დაგვირგვინდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც შემდგომი ნაბიჯები და შემდგომი მცდელობები (ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი იქნება) გამოიღებს ნაყოფს. ვგულისხმობ ძალადობრივი მეთოდით ხელისუფლების შეცვლას“
ეკა სეფაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ მაჭარაშვილი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: დოკუმენტი მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს ევრობიურიკრატიის მისამართითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები