პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო ცნობები ვადის დეკემბრამდე გადაწევის შესახებ სიცრუეა. მან მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშიც მოუხადა.

კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
იმედინიუსი

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. როგორც დავპირდით მოსახლეობას, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდება. არ დაუჯეროთ კონკრეტულ ტელევიზიებს, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს სამუშაოების დასრულების ვადამ დეკემბრის ბოლომდე გადაიწია. ეს არის სიცრუე, არასწორი ინფორმაცია. თუ რაიმე პრობლემა იქნება, ამას პირდაპირ ჩვენ ვიტყვით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეის მდგომარეობით არანაირი პრობლემა არ არის, ძალიან კარგი ტემპია. კომუნიკაციების სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოპირკეთება, საძირკვლის მოწყობა. საბოლოო ჯამში, როდესაც პროექტი დასრულდება, გამზირი ძალიან ლამაზი და კეთილმოწყობილი იქნება. კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას, განსაკუთრებით, იქ მცხოვრებ ადამიანებს, ოჯახებს, რადგან ძალიან დიდი დისკომფორტი შექმნა აღნიშნულმა ჩაკეტვამ, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება სხვანაირად შეუძლებელი იყო. ცოტაც უნდა მოვითმინოთ და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დროისთვის დასრულებულია მიწისქვეშა ქსელების რეაბილიტაცია და მოწყობილია კაბელარხები, სადაც საჰაერო სადენები გადააქვთ.

თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც ასფალტის საფარის ქვედა ფენები უკვე დაიგო, საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა ხდება, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.

გარდა ამისა, დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გასასვლელების რეაბილიტაციის პროცესი. მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა და მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მონტაჟიც.

გამზირზე ეწყობა ტროტუარები, საავტომობილო გზის საფუძველი, სადაც სულ მალე ასფალტის საფარი დაიგება, სავალი ნაწილი დაიხაზება, მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები. ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

ადგილზე, მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა - განახლებული კონტრაქტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები