პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე – „ვეტინგს“ არც ჩვენ ვემხრობით, მაგრამ „ოცნება“ რამდენიმე საკითხის ხელზე დახვევით და პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებით ცდილობს, მთლიანად უარი თქვას ევროკავშირზე

გახარია საქართველოსთვისქართული ოცნება

დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცალკეული საკითხების ხელზე დახვევით ცდილობს ევროკავშირზე უარი თქვას ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მისი თქმით, მათი პარტია „ვეტინგს“ არ ემხრობა, თუმცა ეს ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლას არ ამართლებს.

გიორგი შარაშიძე – „ვეტინგს“ არც ჩვენ ვემხრობით, მაგრამ „ოცნება“ რამდენიმე საკითხის ხელზე დახვევით და პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებით ცდილობს, მთლიანად უარი თქვას ევროკავშირზე
პირველი არხი

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, არავისთვის ყოფილა გასაკვირი და მოულოდნელი, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ისტორიულად ყველაზე კრიტიკული იქნებოდა.

შარაშიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი ზღვარი და წითელი ხაზები გადალახა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი ოფიციალურად დაკანონდა და პარტიების გაუქმების შემთხვევაში, იქნება დიქტატურაც.

„კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა. „ოცნებამ“ სხვადასხვა საკითხით რამდენჯერაც არ უნდა სცადოს მანიპულაცია, საუბარია ფუნდამენტურ საკითხებზე. ევროკავშირში გაწევრიანება თუ გვსურს, უნდა დავიცვათ ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებები, რაც არის – ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. „ოცნებას“ ძირეული გარღვევა სწორედაც რომ ფუნდამენტურ ღირებულებებში აქვს. ვიდრე მათთვის ფუნდამენტური ღირებულებები არ იქნება პრიორიტეტი, საქართველო ვერ იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ქვეყანა. თავად „ოცნებაა“ პასუხისმგებელი, რომ საქართველო არა თუ დააახლოვა ევროკავშირთან მას შემდეგ, რაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, არამედ პირიქით, ისეთი კანონები მიიღო, რამაც საქართველო ევროპულ მომავალს დააშორა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

რაც შეეხება „ვეტინგს“, შარაშიძის განმარტებით, „ვეტინგი“ კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება, არ ეთანხმებოდე ერთ კონკრეტულ რეკომენდაციას, თუნდაც ეს იყოს ევროკავშირის რეკომენდაცია.

„ჩვენი გუნდი ამას არ ეთანხმება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ „ოცნებამ“ უარი თქვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. მთავარია, რომ ერთი კონკრეტული პუნქტის, რაც შეიძლება, მართლაც მიუღებელი იყოს სხვადასხვა ფაქტორის გამო, ხელზე დახვევით, „ოცნება“ მთლიანად ამბობს უარს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებზე. „ვეტინგი“ ამის მაგალითია. „ვეტინგს“ არც ჩვენ ვემხრობით, რადგან მივაჩნია, რომ სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველოშიც გამოიძებნებიან სამართლიანი და პატიოსანი მოსამართლეები. რა თქმა უნდა, ეს შიდა საკითხია და არ იქნება ბოლომდე სწორი, დავეთანხმოთ უცხოელი მოსამართლეების საქართველოში ჩამოყვანას. ქვეყანა უნდა მუშაობდეს და შეიძლება, მათ რაღაც საკითხში არ ეთანხმებოდეს, დანარჩენ საკითხებში ეთანხმებოდეს. მივიღეთ რეალობა, როდესაც „ოცნება“ რამდენიმე საკითხის ხელზე დახვევით და პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებით ცდილობს, მთლიანად უარი თქვას ევროკავშირზე. რატომ? იმიტომ, რომ მან კარგად იცის, მისი ღირებულებები არათავსებადია ევროპულ ღირებულებებთან და როგორც კი საქართველოში იქნება ევროპული დემოკრატია, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ ძალაუფლებას დაკარგავს. „ოცნების“ ინტერესია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის ნათელი მომავალი“, – განუცხადა გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს.

ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, ნათქვამია: „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა. „ოცნებამ“ სხვადასხვა საკითხით რამდენჯერაც არ უნდა სცადოს მანიპულაცია, საუბარია ფუნდამენტურ საკითხებზე. ევროკავშირში გაწევრიანება თუ გვსურს, უნდა დავიცვათ ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებები, რაც არის – ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. „ოცნებას“ ძირეული გარღვევა სწორედაც რომ ფუნდამენტურ ღირებულებებში აქვს. ვიდრე მათთვის ფუნდამენტური ღირებულებები არ იქნება პრიორიტეტი, საქართველო ვერ იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ქვეყანა. თავად „ოცნებაა“ პასუხისმგებელი, რომ საქართველო არა თუ დააახლოვა ევროკავშირთან მას შემდეგ, რაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, არამედ პირიქით, ისეთი კანონები მიიღო, რამაც საქართველო ევროპულ მომავალს დააშორა“
გიორგი შარაშიძე
„ჩვენი გუნდი ამას არ ეთანხმება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ „ოცნებამ“ უარი თქვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. მთავარია, რომ ერთი კონკრეტული პუნქტის, რაც შეიძლება, მართლაც მიუღებელი იყოს სხვადასხვა ფაქტორის გამო, ხელზე დახვევით, „ოცნება“ მთლიანად ამბობს უარს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებზე. „ვეტინგი“ ამის მაგალითია. „ვეტინგს“ არც ჩვენ ვემხრობით, რადგან მივაჩნია, რომ სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველოშიც გამოიძებნებიან სამართლიანი და პატიოსანი მოსამართლეები. რა თქმა უნდა, ეს შიდა საკითხია და არ იქნება ბოლომდე სწორი, დავეთანხმოთ უცხოელი მოსამართლეების საქართველოში ჩამოყვანას. ქვეყანა უნდა მუშაობდეს და შეიძლება, მათ რაღაც საკითხში არ ეთანხმებოდეს, დანარჩენ საკითხებში ეთანხმებოდეს. მივიღეთ რეალობა, როდესაც „ოცნება“ რამდენიმე საკითხის ხელზე დახვევით და პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებით ცდილობს, მთლიანად უარი თქვას ევროკავშირზე. რატომ? იმიტომ, რომ მან კარგად იცის, მისი ღირებულებები არათავსებადია ევროპულ ღირებულებებთან და როგორც კი საქართველოში იქნება ევროპული დემოკრატია, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ ძალაუფლებას დაკარგავს. „ოცნების“ ინტერესია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის ნათელი მომავალი“
გიორგი შარაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე – 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან პროვოკაციას გაემიჯნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები