პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა

კულტურის სამინისტროსაქართველოს მთავრობა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საფრანგეთის ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა, სადაც მხარეებმა კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ლევილის მამულის რეაბილიტაციის შემდგომი ეტაპი განიხილეს.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა
იმედინიუსი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ლევილის ქართველთა მამულში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდგომ ეტაპზე და ქართულ-ფრანგული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს კინოს, ლიტერატურის, არქეოლოგიისა და მუზეუმების მიმართულებებით თანამშრომლობის წარმატებული პროექტები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურული მოქმედების მრჩეველი სალომე გეორგიევი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოკულტურის მინისტრი მაია ბითაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე ისრაელის ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები