პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა

საქართველოს მთავრობაკულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საფრანგეთის ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა, სადაც ლევილის მამულის სარეაბილიტაციო პროექტის შემდგომი ეტაპი და კულტურული თანამშრომლობა განიხილეს.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა
რუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ლევილის ქართველთა მამულში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდგომ ეტაპზე და ქართულ-ფრანგული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს კინოს, ლიტერატურის, არქეოლოგიისა და მუზეუმების მიმართულებებით თანამშრომლობის წარმატებული პროექტები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურული მოქმედების მრჩეველი სალომე გეორგიევი ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოკულტურის მინისტრი მაია ბითაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს კულტურის მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები