პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით, უარს ამბობს დიალოგზე და საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენს

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელმა კონფრონტაციის გზა აირჩია, ხოლო ირაკლი კობახიძის ინტერვიუმ აჩვენა, რომ ევროკავშირი ბრალდებებით საუბრობს და დიალოგზე უარს ამბობს.

შალვა პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით, უარს ამბობს დიალოგზე და საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენს
პირველი არხი

ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა, რაც არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში, ბოლო პერიოდში ეს ქცევა დომინირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი, მისი საგარეო პოლიტიკური სპიკერები და კომისრები ორიენტირებული არიან უფრო დაძაბვისკენ, კონფრონტაციისკენ, ომის რიტორიკისკენ, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი.

„ეს არის დაბრუნება ასი წლის წინანდელ რიტორიკაში, რაც იმედგამაცრუებელია ევროკავშირის მხრიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, წამყვანი, საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენდა.

„ძალიან საინტერესო იყო, გვეხილა ის წამყვანი, რომელმაც, ჩემი აზრით, მოახდინა საუკეთესო ვიზუალიზაცია, სად არის პრობლემა. თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და წამყვანი, რომელიც საკუთარი თავის გარდა, არ უსმენდა არავის. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და საკუთარი თავის დარწმუნებაში, რომ ის არის მართალი. ამიტომ ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში, საქართველო, რომელიც მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების წარმოდგენით მოუწოდებს ევროკავშირს დიალოგისკენ, საგნობრივი დისკუსიისკენ და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, რომელიც ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და საკუთარი თავის გარდა, არავის არ უსმენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არა დიალოგის, რაც არაევროპული ქცევაა, თუმცა ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ბოლო პერიოდში დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა - თქვენ იხილეთ პრემიერი, რომელიც საუბრობდა დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „სამწუხაროდ, ბრიუსელმა კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა აირჩია. ეს არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში დომინირებს“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის დაბრუნება ასი წლის წინანდელ რიტორიკაში, რაც იმედგამაცრუებელია ევროკავშირის მხრიდან“
„ძალიან საინტერესო იყო, გვეხილა ის წამყვანი, რომელმაც, ჩემი აზრით, მოახდინა საუკეთესო ვიზუალიზაცია, სად არის პრობლემა. თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და წამყვანი, რომელიც საკუთარი თავის გარდა, არ უსმენდა არავის. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და საკუთარი თავის დარწმუნებაში, რომ ის არის მართალი. ამიტომ ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში, საქართველო, რომელიც მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების წარმოდგენით მოუწოდებს ევროკავშირს დიალოგისკენ, საგნობრივი დისკუსიისკენ და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, რომელიც ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და საკუთარი თავის გარდა, არავის არ უსმენს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე – ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება, გვინდა, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები