პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციური პარტიები რა ფორმით, სახელით და ნომრით იქნებიან, ეს არის ერთიანი ძალა, რომლის მთავარი მიზანია ქართული დემოკრატიის დაზიანება

საკონსტიტუციო სასამართლო

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები სინამდვილეში ერთიანი ძალაა, რომელსაც „ძალადობრივი ფესვები“ აქვს და მისი მთავარი მიზანი ქართული დემოკრატიის დაზიანებაა.

ლევან მახაშვილი – არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციური პარტიები რა ფორმით, სახელით და ნომრით იქნებიან, ეს არის ერთიანი ძალა, რომლის მთავარი მიზანია ქართული დემოკრატიის დაზიანება
პირველი არხი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები სინამდვილეში, წარმოადგენენ ერთიან ძალას, რომლის მიზანია დემოკრატიის დაზიანება.

მახაშვილის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციური პარტიები რა ნომრით და სახელით იქნებიან წარმოდგენილი, რადგან მათ ყველას „ძალადობრივი ფესვები“ აქვთ.

„არ შეიძლება, ოპოზიციური გაერთიანება ცალკე აღებული განვიხილოთ. ეს ერთიანი ხეა, ერთი ტოტი იქით იქნება გადაშვებული, თუ აქეთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ეს ხე, ანუ, ორგანიზმი ეფუძნება რადიკალიზაციის ფესვებს, ქართულ პოლიტიკაში ძალადობრივ ფესვებს. დანარჩენი საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ერთი ტოტი მოიჭრება, გაიფურჩქნება, თუ გახმება, რადგან ეს ხე ერთიანი მექანიზმია, ერთიანი ძალადობრივი იდეოლოგიით, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს საკონსტიტუციო პრინციპებსა და ღირებულებებთან. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა. რა ფორმით, რა სახელით, რა ნომრით, რა ფერით იქნებიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამ წლების განმავლობაში დავინახეთ, რომ საჭირო როცა იყო, ერთად იკრიბებოდნენ ან იშლებოდნენ. როგორც ჩანს, ახლა ე.წ. გაყოფა რაღაც ტაქტიკური, თუ შიდა დაპირისპირების საკითხია. ქართული დემოკრატიისთვის, სამწუხაროდ, ეს არის ერთიანი ძალა, რომლის მთავარი მიზანია ქართული პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიის დაზიანება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ შეიძლება, ოპოზიციური გაერთიანება ცალკე აღებული განვიხილოთ. ეს ერთიანი ხეა, ერთი ტოტი იქით იქნება გადაშვებული, თუ აქეთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ეს ხე, ანუ, ორგანიზმი ეფუძნება რადიკალიზაციის ფესვებს, ქართულ პოლიტიკაში ძალადობრივ ფესვებს. დანარჩენი საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ერთი ტოტი მოიჭრება, გაიფურჩქნება, თუ გახმება, რადგან ეს ხე ერთიანი მექანიზმია, ერთიანი ძალადობრივი იდეოლოგიით, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს საკონსტიტუციო პრინციპებსა და ღირებულებებთან. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა. რა ფორმით, რა სახელით, რა ნომრით, რა ფერით იქნებიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამ წლების განმავლობაში დავინახეთ, რომ საჭირო როცა იყო, ერთად იკრიბებოდნენ ან იშლებოდნენ. როგორც ჩანს, ახლა ე.წ. გაყოფა რაღაც ტაქტიკური, თუ შიდა დაპირისპირების საკითხია. ქართული დემოკრატიისთვის, სამწუხაროდ, ეს არის ერთიანი ძალა, რომლის მთავარი მიზანია ქართული პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიის დაზიანება“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი – მიხეილ სააკაშვილის გარშემო ისედაც გაერთიანებულია ყველა მათგანი, ნომრები შეიძლება, სხვა ჰქონოდათ, მაგრამ სინამდვილეში ერთ საქმეს აკეთებდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები