ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – მიხეილ სააკაშვილის გარშემო ისედაც გაერთიანებულია ყველა მათგანი, ნომრები შეიძლება, სხვა ჰქონოდათ, მაგრამ სინამდვილეში ერთ საქმეს აკეთებდნენ

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

დეპუტატ ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიცია წლებია მიხეილ სააკაშვილის გარშემოა გაერთიანებული და ერთ საქმეს აკეთებს. მან იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციას „სამართლებრივ წერტილსაც დაუსვამს“.

ლევან მახაშვილი – მიხეილ სააკაშვილის გარშემო ისედაც გაერთიანებულია ყველა მათგანი, ნომრები შეიძლება, სხვა ჰქონოდათ, მაგრამ სინამდვილეში ერთ საქმეს აკეთებდნენ
ლევან მახაშვილი – მიხეილ სააკაშვილის გარშემო ისედაც გაერთიანებულია ყველა მათგანი, ნომრები შეიძლება, სხვა ჰქონოდათ, მაგრამ სინამდვილეში ერთ საქმეს აკეთებდნენპირველი არხი

წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის და მისი იდეოლოგიის გარშემო ისედაც გაერთიანებულია ყველა მათგანი, ამიტომ ვიზუალურად, ნომრებით თუ ფერებით შეიძლება სხვა სახელი ჰქონოდათ, მაგრამ სინამდვილეში, ერთ საქმეს აკეთებდნენ, ერთ მიზანს ემსახურებოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მერამდენედ, ვერ სწავლობენ და დასკვნები ვერ გამოაქვთ ვერც უნგრეთიდან და ვერც სერბეთიდან.

,,ამ ტიპის პრიმიტიული შედარებები სწორედ იმას აჩვენებს, რომ ეს ხალხი ძალიან ღრმა ილუზიებში ცხოვრობს ერთი თუ მეორე სცენართან დაკავშირებით. მათ ხეზე ასვლას ვერ ვასწავლი, მაგრამ თუ აინტერესებთ, სათანადო დასკვნების გამოტანა შეუძლიათ, გინდ სერბეთიდან, გინდ უნგრეთიდან. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ქვეყნებთან შედარებით აქვთ, ეს არის ის, რომ მათი პარტიები, მთლიანი ერთობა სრულად მოწყვეტილია ეროვნულ იდეოლოგიას, ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს. ეს პირდაპირ დაფუძნებულია სულ სიცარიელეზე და უცხოელების ინტერესებზე. ამიტომ, ვერანაირი ახალი იდეა თუ ახალი ინიციატივა მათ ერთობას ვერაფერს უშველის, მათი ბედი მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა. იმედია, მათ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ წერტილსაც დაუსვამს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის რაღაც ,,ღრმა, ფილოსოფიური” შეფასებები არც ახალია საზოგადოებისთვის და მით უმეტეს, წარსული გამოცდილებიდან ვერც ისწავლეს”, – განაცხადა მახაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი: ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიული პროცესისთვის, თუმცა სწორედ ამას ვდავობთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს პოლიტიკურ პარტიებთან, საქმე გვაქვს არაკონსტიტუციურ ორგანიზაციებთან, თავისი გაგებით, რადიკალურ დაჯგუფებებთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები