"ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება" - ირაკლი ხელაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებულების შესახებ
დეპუტატ ირაკლი ხელაძის განცხადებით, სახელმწიფო მზად არის 4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებულ პირებთან, მონანიებისა და აღიარების შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმება გააფორმოს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ხელაძე, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების საკითხზე ისაუბრა.
ირაკლი ხელაძე ამბობს, რომ ყველა ვინც დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
"ჩვენ იმთავითვე, როდესაც ამ ადამიანებმა და ამ ჯგუფმა დაიწყო მოწოდებები სახელმწიფოს დამხობისკენ, მაშინვე ვაცხადებდით, რომ ეს იყო დანაშაულებრივი მოწოდება. შემდეგ უკვე ვიხილეთ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი ფაქტი, რასაც მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება თავის შინაარსით საკმაოდ მძიმეა, ქართულ საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი ის მოვლენები, რის მოწყობასაც ეს ადამიანები აპირებდნენ, ისიც კარგად იცის, რამ შეიძლება გამოეწვია ამ ყველაფერს არეულობის თვალსაზრისით. აი ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს "ქართული ოცნება", ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი თვითმიზანი არავის პატიმრობა არ არის. ანუ თუ იქნება სინანული, იქნება შემხვედრი ნაბიჯი. ასე რომ, ყველას მოვუწოდებთ, რომ გაანალიზონ ის ჩადენილი დანაშაულები და გააფორმონ საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ავტორი: ნანა გოგატაძე
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ იმთავითვე, როდესაც ამ ადამიანებმა და ამ ჯგუფმა დაიწყო მოწოდებები სახელმწიფოს დამხობისკენ, მაშინვე ვაცხადებდით, რომ ეს იყო დანაშაულებრივი მოწოდება. შემდეგ უკვე ვიხილეთ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი ფაქტი, რასაც მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება თავის შინაარსით საკმაოდ მძიმეა, ქართულ საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი ის მოვლენები, რის მოწყობასაც ეს ადამიანები აპირებდნენ, ისიც კარგად იცის, რამ შეიძლება გამოეწვია ამ ყველაფერს არეულობის თვალსაზრისით. აი ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს "ქართული ოცნება", ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი თვითმიზანი არავის პატიმრობა არ არის. ანუ თუ იქნება სინანული, იქნება შემხვედრი ნაბიჯი. ასე რომ, ყველას მოვუწოდებთ, რომ გაანალიზონ ის ჩადენილი დანაშაულები და გააფორმონ საპროცესო შეთანხმება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…