კახა ჩიქოვანი - ტრამპი „მისტერ ვეტო“ ვერ გახდება, თუ კონგრესთან არ ითანამშრომლებს, მისი იმპიჩმენტის შანსია, რაც შეეხება კობახიძეს, გამიხარდა, რომ ბრიუსელში არ თქვა ის სისულელე, რასაც აქ ამბობს, რომ „ევროკავშირი გვაიძულებს კაცების გათხოვებას“
„თავისუფლების მოედნის“ წევრის, კახა ჩიქოვანის განცხადებით, ტრამპის იმპიჩმენტის შანსია, თუ ის კონგრესთან არ ითანამშრომლებს, ხოლო ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, რომ პრემიერს იქ აღარ უთქვამს, თითქოს „ევროკავშირი გვაიძულებს კაცების გათხოვებას“.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ რეპუტაციული ზიანი ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებების გამო მიიღო - შანსია ტრამპის იმპიჩმენტიც დაიწყოს ქვედა პალატამ, - ამის შესახებ“თავისუფლების მოედნის“ წევრმა კახა ჩიქოვანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ტრამპმა, როგორც „ქართულმა ოცნებამ“, მეგობრები არ დაიტოვა სამყაროში და შესაბამისად, „მიიღო ის, რაც მიიღო“.
„ძალიან საყურადღებოა ერთი საკითხი: მდგომარეობის ასეთი გაუარესება არ ყოფილა ისტორიის განმავლობაში. ამ 2 წლის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებების გამო, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ რეპუტაციული ზიანი მიიღო. ეს კავშირშია ტრამპთან და მის ქმედებებთან. ტრამპი ბევრ რამეს აცხადებდა, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, თუ რა ქმედებები განახორციელა ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში. პირველი, რასაც ის აბრალებს „რესპუბლიკური პარტიის“ წაგებას, არის ირანთან დაწყებული კონფლიქტი. ვფიქრობ, არა კონფლიქტის დაწყებაა ამის მიზეზი, არამედ კონფლიქტის შუა გზაში მიტოვება. არათანმიმდევრული ნაბიჯებით გამოირჩეოდა ტრამპი, იგივე უკრაინასთან მიმართებით, პარტნიორებთან, რიტორიკა სხვანაირი იყო. ტრამპმა, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ მეგობრები არ დაიტოვა სამყაროში და მიიღო ის, რაც მიიღო.
მიუხედავად მისი რიტორიკისა, „მისტერ ვეტო“ ვერ გახდება. წარმოუდგენელია ყველაფერი უარყოს, რაც 2 წელში გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ ითანამშრომლებს „დემოკრატებთან“. მთავარია ის, რომ მას არ დაუკარგავს ერთი პალატა, მან დაკარგა ორივე პალატა - სენატიც არ არის მისი. თუ ტრამპის ადმინისტრაცია არ ითანამშრომლებს კონგრესთან, მისი საქმიანობა შესაძლოა ნულს გაუტოლდეს. მეტი შანსია ტრამპის იმპიჩმენტიც დაიწყოს ქვედა პალატამ. ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის განმახორციელებელი იქნება. ვეღარ შეძლებს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას“- აღნიშნა კახა ჩიქოვანმა.
გარდა აღნიშნული თემისა, კახა ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი და „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ, ევროკავშირის გაფართოების სამიტში მისი მონაწილეობა შეაფასა. როგორც კახა ჩიქოვანმა აღნიშნა, მისთვის სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ „იქ არ გაიმეორა ის სისულელე, რასაც მოქალაქეებს აქ ეუბნება, რომ ევროკავშირი გვაიძულებს კაცების გათხოვებას“.
„ევრონიუსის“ ჟურნალისტი ნამდვილად მომზადებული აღმოჩნდა იმ კითხვებისთვის, რაც დასვა. კობახიძე ვერ იქნებოდა სათანადოდ მომზადებული პასუხებისთვის. კითხვებზე პასუხები არ არსებობს. მას შეუძლია გაუთავებლად ისაუბროს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არ ირღვევა. შეუძლია გაუთავებლად ილაპარაკოს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. პარტნიორებმა კარგად იციან, რა ვითარებაშია ადამიანის უფლებები და სასამართლო. ნიშანდობლივი იყო ის, რომ ჟურნალისტის მხრიდან რამდენიმეჯერ დაისვა კითხვა, თუ რა უნდოდა ირაკლი კობახიძეს იქ, რადგან არ ჰქონდა არანაირი პასუხი, თუ როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. კობახიძემ მრავალჯერ გაიმეორა, რომ „ჩვენ ღირსებით უნდა შევიდეთ ევროკავშირში“ - ღირსებას არავინ ართმევს საქართველოს. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც მცდელობა აქვს ღირსება წაართვას საქართველოს და ანექსია მოახდინოს, რუსეთია. რუსეთთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები არ აქვთ, ევროკავშირთან დაკავშირებით კი სისულელეებს იმეორებენ. კიდევ კარგი გონება ეყო იქ არ გაიმეორა ის სისულელე, რასაც მოქალაქეებს აქ ეუბნება მოქალაქეებს, რომ ევროკავშირი გვაიძულებს კაცების გათხოვებას. ეს მართლა გამიხარდა“, - აღნიშნა კახა ჩიქოვანმა.
რაც შეეხება ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ დღეს უნდა გამოქვეყნდეს, ასევე იმას, პროცესების როგორი განვითარებაა საქართველოსთან მიმართებაში მოსალოდნელი, თუ ევროპელი პარტნიორების შეფასებები მწვავე და კრიტიკული იქნება, კახა ჩიქოვანის თქმით, ის მოელის, რომ გამკაცრდება პირობები „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა კი არ იქნება ფართოდ გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ.
„ჩემი ღრმა რწმენით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მართავს ამ სახელმწიფოს და ის ითვლება მმართველ პარტიად, ისინი არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს. მათ ჰყავთ დაკარგული პარტნიორები დასავლეთში და არა ქართველო ხალხს. იმედს ვიტოვებ, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა არ იქნება ფართოდ გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ.
ვფიქრობ, გამკაცრდება პირობები „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ, იმ ხალხის მიმართ, ვინც ყოველდღე არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში. ასევე, გამკაცრდება ეკონომიკური სანქციები მათ მიმართ. ვიმედოვნებ, ეს არ შეეხება საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა კახა ჩიქოვანმა.
ციტატები სტატიიდან
„იქ არ გაიმეორა ის სისულელე, რასაც მოქალაქეებს აქ ეუბნება, რომ ევროკავშირი გვაიძულებს კაცების გათხოვებას“
„ჩვენ ღირსებით უნდა შევიდეთ ევროკავშირში“
„ძალიან საყურადღებოა ერთი საკითხი: მდგომარეობის ასეთი გაუარესება არ ყოფილა ისტორიის განმავლობაში. ამ 2 წლის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებების გამო, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ რეპუტაციული ზიანი მიიღო. ეს კავშირშია ტრამპთან და მის ქმედებებთან. ტრამპი ბევრ რამეს აცხადებდა, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, თუ რა ქმედებები განახორციელა ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში. პირველი, რასაც ის აბრალებს „რესპუბლიკური პარტიის“ წაგებას, არის ირანთან დაწყებული კონფლიქტი. ვფიქრობ, არა კონფლიქტის დაწყებაა ამის მიზეზი, არამედ კონფლიქტის შუა გზაში მიტოვება. არათანმიმდევრული ნაბიჯებით გამოირჩეოდა ტრამპი, იგივე უკრაინასთან მიმართებით, პარტნიორებთან, რიტორიკა სხვანაირი იყო. ტრამპმა, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ მეგობრები არ დაიტოვა სამყაროში და მიიღო ის, რაც მიიღო. მიუხედავად მისი რიტორიკისა, „მისტერ ვეტო“ ვერ გახდება. წარმოუდგენელია ყველაფერი უარყოს, რაც 2 წელში გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ ითანამშრომლებს „დემოკრატებთან“. მთავარია ის, რომ მას არ დაუკარგავს ერთი პალატა, მან დაკარგა ორივე პალატა - სენატიც არ არის მისი. თუ ტრამპის ადმინისტრაცია არ ითანამშრომლებს კონგრესთან, მისი საქმიანობა შესაძლოა ნულს გაუტოლდეს. მეტი შანსია ტრამპის იმპიჩმენტიც დაიწყოს ქვედა პალატამ. ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის განმახორციელებელი იქნება. ვეღარ შეძლებს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას“
„ჩემი ღრმა რწმენით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მართავს ამ სახელმწიფოს და ის ითვლება მმართველ პარტიად, ისინი არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს. მათ ჰყავთ დაკარგული პარტნიორები დასავლეთში და არა ქართველო ხალხს. იმედს ვიტოვებ, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა არ იქნება ფართოდ გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. ვფიქრობ, გამკაცრდება პირობები „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ, იმ ხალხის მიმართ, ვინც ყოველდღე არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში. ასევე, გამკაცრდება ეკონომიკური სანქციები მათ მიმართ. ვიმედოვნებ, ეს არ შეეხება საქართველოს მოქალაქეებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…