მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე ყველაფერი გააკეთა, რაც ქვეყნის სტაბილურობას, ინსტიტუტების სიძლიერესა და საბოლოოდ მშვიდობას სჭირდებოდა.

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველომ საკანონმდებლო დონეზე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას.
„შეხედეთ, რა ხდება, მათ შორის ევროპის ბევრ ქალაქში და რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ინსტიტუტების სიძლიერესთან დაკავშირებით. მოდით, ვკითხოთ ნებისმიერ წევრ ქვეყანას, სჭირდება თუ არა ევროპას, ევროკავშირს ან ნებისმიერ ქვეყანას სტაბილურობისთვის ძლიერი ინსტიტუტები, მათ შორის ძლიერი სამართალდამცავი ინსტიტუტები. ასე რომ, საფუძვლებზე როდესაც ვსაუბრობთ, დღესაც შევხედოთ, რა მოვლენები მიმდინარეობს და რამდენად სჭირდება საქართველოსაც ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, ძლიერი ინსტიტუტები. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, მაშინ, როდესაც პარლამენტი იღებდა კანონებს, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ციტატები სტატიიდან
„შეხედეთ, რა ხდება, მათ შორის ევროპის ბევრ ქალაქში და რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ინსტიტუტების სიძლიერესთან დაკავშირებით. მოდით, ვკითხოთ ნებისმიერ წევრ ქვეყანას, სჭირდება თუ არა ევროპას, ევროკავშირს ან ნებისმიერ ქვეყანას სტაბილურობისთვის ძლიერი ინსტიტუტები, მათ შორის ძლიერი სამართალდამცავი ინსტიტუტები. ასე რომ, საფუძვლებზე როდესაც ვსაუბრობთ, დღესაც შევხედოთ, რა მოვლენები მიმდინარეობს და რამდენად სჭირდება საქართველოსაც ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, ძლიერი ინსტიტუტები. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, მაშინ, როდესაც პარლამენტი იღებდა კანონებს, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…