მაკა ბოჭორიშვილი: მდგრადი მშვიდობა ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას მოითხოვს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მან ხაზი გაუსვა ეროვნული სუვერენიტეტისა და ძლიერი ინსტიტუტების მნიშვნელობას მდგრადი მშვიდობისთვის, ისევე როგორც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტულობას.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მდგრადი მშვიდობის საფუძველი ძლიერი ეროვნული ინსტიტუტები, ეროვნული პასუხისმგებლობა და ქვეყნის მიერ საკუთარი განვითარების გზის დამოუკიდებლად განსაზღვრაა.
მისი განცხადებით, საერთაშორისო მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლი აქვს მშვიდობის მშენებლობის პროცესში, თუმცა საერთაშორისო ჩართულობამ არ უნდა ჩაანაცვლოს ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება.
„მდგრადი მშვიდობა მოითხოვს ძლიერ ეროვნულ ინსტიტუტებს, ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლების პატივისცემას, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის სუვერენიტეტი და მშვიდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხებია. მისი თქმით, ქვეყანამ ათწლეულების განმავლობაში საკუთარ თავზე გამოსცადა ომისა და კონფლიქტის შედეგები, ხოლო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია საქართველოსთვის კვლავ ყოველდღიურ რეალობად რჩება.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მკაფიო არჩევანი - კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, შერიგება და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი არ არის. სტაბილური გარემო ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, ყურადღება გრძელვადიან განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ინფრასტრუქტურაზე, განათლებასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე გადაიტანონ.
ამ კონტექსტში მან საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტაბილურობამ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობები მისცა.
„ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და ვიცით, რომ მშვიდობა არის ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საფუძველი," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, რეგიონში უფრო მშვიდობიანი და პროგნოზირებადი გარემო შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციებისთვის, თანამშრომლობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერებისთვის.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესის მნიშვნელობაც და ხაზი გაუსვა მის როლს რეგიონული სტაბილურობისა და განვითარების თვალსაზრისით.
მისი თქმით, საქართველო აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული კავშირების განვითარებას, რაც ქვეყანას და მთლიანად სამხრეთ კავკასიას საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოსთვის წარმოადგენს როგორც უსაფრთხოების, ისე განვითარების პრიორიტეტს.
„მშვიდობა ჩვენთვის არის არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ განვითარების პრიორიტეტი და ჩვენი ვალდებულება მომავალი თაობების წინაშე,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი გაეროში: საქართველოსთვის მშვიდობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობადი ოკუპაცია ჩვენს ყოველდღიურ რეალობად რჩება. სწორედ ამიტომ ვიცით მშვიდობის ფასი. ვიცით, რომ მშვიდობა ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საძირკველია. სწორედ ეს გააზრება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით, სულ უფრო არაპროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში
- POSTVმაკა ბოჭორიშვილი გაეროში სიტყვით გამოსავლისას: „ჩვენი პოზიცია უცვლელია: ერთგულნი ვრჩებით რუსეთ-საქართველოს
- POSTVმაკა ბოჭორიშვილი გაეროში: „საქართველოსთვის მშვიდობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას: ჩვენი პოზიცია უცვლელია: ერთგულნი ვრჩებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობის პოლიტიკის
- პირველი არხიმაკა ბოჭორიშვილი – საქართველოსთვის მშვიდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ათწლეულებია, ვცხოვრობთ ომის შედეგებით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია ჩვენი ყოველდღიური რეალობაა
ციტატები სტატიიდან
„მშვიდობა ჩვენთვის არის არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ განვითარების პრიორიტეტი და ჩვენი ვალდებულება მომავალი თაობების წინაშე,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…