[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში პსჟ-მა გასვლაზე ვილიარეალი 6:0 დაამარცხა. პარიზელთა ნახევარმცველი ფაბიან რუისი აცხადებს, რომ გუნდში შემადგენლობის ცვლილება თამაშის ხარისხზე გავლენას არ ახდენს.
ლიგის ფაზის მე-4 ტურში პსჟ-მა გასვლაზე "ვილიარეალი" 6:0 გაანადგურა. შეხვედრის მე-17 წუთზე ანგარიში უკვე 0:4 იყო და მასპინძელთა გულშემატკივარმა კაპიტულაციის ნიშნად ტრიბუნაზე თეთრი ცხვირსახოცი ააფრიალა.
მატჩის დასრულების შემდეგ პარიზელთა ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა UEFA-ს ოფიციალურ საიტთან საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პსჟ-ის მხრიდან მოედანზე ვინც არ უნდა გავიდეს, თამაშის ხარისხი არ იკლებს.
"პსჟ-ის შესანიშნავი გუნდი და დიდებული ფეხბურთელები ჰყავს. როდესაც ისინი შენს გვერდით არიან, ყველაფერი უფრო მარტივი ხდება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გამოვა მოედანზე და ითამაშებს, თამაშის ხარისხი არ იკლებს, ეს დღესაც დავინახეთ, როდესაც საქმეში სათადარიგოდან შემოსული ფეხბურთელები ჩაერთვნენ", - თქვა რუისმა.
ინფორმაციისთვის, "პარი სენ ჟერმენმა" ოთხივე მატჩი მოიგო, 12 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 7 ნოემბერს გამართავს - ლიგა 1-ის მე-10 ტურში "ტრუას" უმასპინძლებს.
"ვილიარეალს" 3 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს ჩაატარებს - ლა ლიგის მე-12 ტურში სახლში "ხეტაფეს" დაუპირისპირდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…