დავით ქართველიშვილი – ხელისუფლების პათოსი იგივეა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება, თუმცა იქ შევა ღირსებით, ეს არის საკვანძო ფრაზა, ევროკავშირში დღეს სულ სხვა ფასეულობებია
უსაფრთხოების ექსპერტ დავით ქართველიშვილის მტკიცებით, ევროკავშირი საბჭოთა კავშირის დამახინჯებულ ასლად იქცა, სადაც წევრ ქვეყნებს დამოუკიდებლობა დაკარგული აქვთ, და მის იდეოლოგიურ ტრანსფორმაციამდე საქართველოს „იქ არაფერი ესაქმება“.

პრემიერ-მინისტრის, როგორც ხელისუფლების ლიდერის და მეთაურის მხრიდან მე სხვა განცხადების მოსმენას არც მოველოდი, ჩვენი ხელისუფლების პათოსი რჩება იგივე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა იქ შევა ღირსებით და ეს არის საკვანძო ფრაზა ამ ხელისუფლებიდან, რომელსაც ჩვენ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ვისმენთ, – ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა, დავით ქართველიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.
ამ განცხადებით დავით ქართველიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია მისი მოლოდინი გაფართოების შესახებ ევროკომისიის დოკუმენტის მიმართ, რომელიც ხვალ უნდა გამოქვეყნდეს იმის გათვალისწინებით, რაც ისმის ხოლმე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელობისგან და რა განცხადებებიც დღეს მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ მინისტრისგან.
„ამას შეიძლება, დაეთანხმო, შეიძლება, არ დაეთანხმო. მე მაგალითად, უფრო თავისუფალი ვარ, განსხვავებით პრემიერისგან და შემიძლია, ჩემი ინტერპრეტირება მივცე იმ ყველაფერს, რასაც ვისმენ. რას ნიშნავს ღირსებით შესვლა იმ ევროკავშირში, რომელსაც ის დღეს წარმოადგენს? ეს არის სუბიექტობა დაკარგული ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე სულ სხვა მიზნების გარშემო გაერთიანდა და შეიქმნა, რომელმაც ეს მიზნები, ის ფესვები დაკარგა, რომელზეც აღმოცენდა რაღაც გაუკუღმართებული და გაუგებარი იდეოლოგიის მატარებელ ორგანიზაციად, სადაც სულ სხვა ფასეულობებია დღეს და ჩვენი დამოკიდებულება ერთი-ერთში ჯდება იმ ცნობილ გამონათქვამში, – „რა გამოვიწერეთ და რა ჩამოგვივიდა“. ეს არ არის ის ევროკავშირი, ის ევროინტეგრაცია და მისწრაფება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მიმზიდველი იყო წლების განმავლობაში. ევრობიუროკრატია მართლაც ემსგავსება იმ საბჭოთა კავშირს, რომლის ნამსხვრევების მსხვერპლიც ვართ ჩვენ, საქართველო და ძალიან კარგად გვახსოვს და გვესმის, რით შეიძლება, დამთავრდეს ლოგიკურად ეს პროცესები, რომლებიც დღეს ევროკავშირის სივრცეში მიმდინარეობს“, – განაცხადა ქართველიშვილმა.

03.11.2026
დისკუსია აქტუალურ თემაზე – პოლიტიკური პროცესები და საქართველო მსოფლიო კონტექსტში #LIVE
მისი თქმით, დღეს შეიძლება, ისიც ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირი იმ ტრანსფორმაციის საწყის გზას დაადგა, რამაც საბჭოთა კავშირს უბიძგა, თავის ნამსხვრევებზე შეექმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.
„დღეს ევროკავშირში შემავალი არცერთი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი. ეს არის ზუსტი ასლი, დამახინჯებული ასლი იმ საბჭოთა კავშირის, სადაც ქმნიდნენ წლების განმავლობაში ერთიან საბჭოთა ადამიანს, ეს არის ევრო სივრცე, სადაც ქმნიან ერთიან უნიფიცირებულ ევროპელ ადამიანს, რომელმაც უნდა გააერთიანოს და შთანთქას საკუთარ თავში პორტუგალიელი და ესტონელი, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მენტალობით, ტრადიციებით, ისტორიით, მიდგომებით და ასე შემდეგ. ყველაფერს ამას აკეთებენ ძირითადად, ლგბტ თემის დღის წესრიგის გარშემო, რომელიც გახდა, თითქოსდა აუცილებელი პირობა, რომ შენ გერქვას ევროპული ცივილიზაციის და ევროპული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ჯერ კიდევ კანდიდატის დონეზეც კი ჩვენგან აკვიატებულად ითხოვენ იმ საკანონმდებლო ბაზის ამოღება-შეცვლას, რომელიც ზუსტად რომ ამ ლგბტ თემის დღის წესრიგისგან იცავს ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ბავშვებს, რომლებიც, თურმე არ უნდა იყვნენ ამ ყველაფრისგან დაცული, რაც არის სიმახინჯე და რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ტრადიციებს, მართმადებლობას, ჩვენს ოჯახურ ფასეულობებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა ქართველიშვილმა.
როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ და ვიდრე არ მოხდება ევროკავშირის იდეოლოგიური ტრანსფორმაცია, ისინი არ ჩამოყალიბდებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მართლა თანამეგობრობად, სადაც შენ იგივე სრულუფლებიანი წევრი იქნები ამ თანამეგობრობის, ჩვენ იქ მართლაც არაფერი გვესაქმება.
ამასთან, ქართველიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს ევროპის სივრცეში, რომელსაც უკვე ყოველდღე ახალი ლოკაცია ემატება, სამწუხაროა.
„არავის არ უხარია ფართო მასშტაბური ნგრევის პროცესი, რომელსაც შეიძლება, ძალიან სერიოზული საფრთხე მოჰყვეს მათ შორის, ჩვენთვისაც და მსოფლიოსთვისაც, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ, დღევანდელ დღის გადასახედიდან, კონსპიროლოგიაშიც შევალ ოდნავ და გეტყვით, რომ 2020 წელს ამერიკაში რაც განვითარდა ბიელემის მოძრაობის სახით, რამაც ცეცხლის ალში გახვია აშშ თავისი ისტორიული ძეგლების მოსპობით, მორადიორობით და თავდასხმით, როდესაც უამრავი ჟურნალისტი დაზარალდა, უამრავი ადამიანი დასახიჩრდა, თითქოს იყო რაღაც ისეთი ვარჯიშის ელემენტები, რომელიც გადმოტანილი იქნა წლების შემდგომ ევროპულ კონტინენტზე. იმ მოვლენებმა თვითონ ტრამპის მეორედ მოსვლის საკითხი შეაფერხა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დღეს, როდესაც Black Bloc-ის მოძრაობაა შექმნილი ყველგან ევროპაში და ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რაც ხდება, ეს შესაძლოა, ტაქტიკური თვალსაზრისით იქიდან მოდის, ზუსტად იმ „დიფ სთეითის“ მიერ გაწერილი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების თანახმად, მაგრამ უკრაინის ომმა სერიოზულესი ტრიგერი მისცა ყველა ამ პროცესს“, – განაცხადა ქართველიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ამას შეიძლება, დაეთანხმო, შეიძლება, არ დაეთანხმო. მე მაგალითად, უფრო თავისუფალი ვარ, განსხვავებით პრემიერისგან და შემიძლია, ჩემი ინტერპრეტირება მივცე იმ ყველაფერს, რასაც ვისმენ. რას ნიშნავს ღირსებით შესვლა იმ ევროკავშირში, რომელსაც ის დღეს წარმოადგენს? ეს არის სუბიექტობა დაკარგული ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე სულ სხვა მიზნების გარშემო გაერთიანდა და შეიქმნა, რომელმაც ეს მიზნები, ის ფესვები დაკარგა, რომელზეც აღმოცენდა რაღაც გაუკუღმართებული და გაუგებარი იდეოლოგიის მატარებელ ორგანიზაციად, სადაც სულ სხვა ფასეულობებია დღეს და ჩვენი დამოკიდებულება ერთი-ერთში ჯდება იმ ცნობილ გამონათქვამში, – „რა გამოვიწერეთ და რა ჩამოგვივიდა“. ეს არ არის ის ევროკავშირი, ის ევროინტეგრაცია და მისწრაფება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მიმზიდველი იყო წლების განმავლობაში. ევრობიუროკრატია მართლაც ემსგავსება იმ საბჭოთა კავშირს, რომლის ნამსხვრევების მსხვერპლიც ვართ ჩვენ, საქართველო და ძალიან კარგად გვახსოვს და გვესმის, რით შეიძლება, დამთავრდეს ლოგიკურად ეს პროცესები, რომლებიც დღეს ევროკავშირის სივრცეში მიმდინარეობს“
„დღეს ევროკავშირში შემავალი არცერთი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი. ეს არის ზუსტი ასლი, დამახინჯებული ასლი იმ საბჭოთა კავშირის, სადაც ქმნიდნენ წლების განმავლობაში ერთიან საბჭოთა ადამიანს, ეს არის ევრო სივრცე, სადაც ქმნიან ერთიან უნიფიცირებულ ევროპელ ადამიანს, რომელმაც უნდა გააერთიანოს და შთანთქას საკუთარ თავში პორტუგალიელი და ესტონელი, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მენტალობით, ტრადიციებით, ისტორიით, მიდგომებით და ასე შემდეგ. ყველაფერს ამას აკეთებენ ძირითადად, ლგბტ თემის დღის წესრიგის გარშემო, რომელიც გახდა, თითქოსდა აუცილებელი პირობა, რომ შენ გერქვას ევროპული ცივილიზაციის და ევროპული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ჯერ კიდევ კანდიდატის დონეზეც კი ჩვენგან აკვიატებულად ითხოვენ იმ საკანონმდებლო ბაზის ამოღება-შეცვლას, რომელიც ზუსტად რომ ამ ლგბტ თემის დღის წესრიგისგან იცავს ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ბავშვებს, რომლებიც, თურმე არ უნდა იყვნენ ამ ყველაფრისგან დაცული, რაც არის სიმახინჯე და რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ტრადიციებს, მართმადებლობას, ჩვენს ოჯახურ ფასეულობებს და ასე შემდეგ“
„არავის არ უხარია ფართო მასშტაბური ნგრევის პროცესი, რომელსაც შეიძლება, ძალიან სერიოზული საფრთხე მოჰყვეს მათ შორის, ჩვენთვისაც და მსოფლიოსთვისაც, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ, დღევანდელ დღის გადასახედიდან, კონსპიროლოგიაშიც შევალ ოდნავ და გეტყვით, რომ 2020 წელს ამერიკაში რაც განვითარდა ბიელემის მოძრაობის სახით, რამაც ცეცხლის ალში გახვია აშშ თავისი ისტორიული ძეგლების მოსპობით, მორადიორობით და თავდასხმით, როდესაც უამრავი ჟურნალისტი დაზარალდა, უამრავი ადამიანი დასახიჩრდა, თითქოს იყო რაღაც ისეთი ვარჯიშის ელემენტები, რომელიც გადმოტანილი იქნა წლების შემდგომ ევროპულ კონტინენტზე. იმ მოვლენებმა თვითონ ტრამპის მეორედ მოსვლის საკითხი შეაფერხა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დღეს, როდესაც Black Bloc-ის მოძრაობაა შექმნილი ყველგან ევროპაში და ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რაც ხდება, ეს შესაძლოა, ტაქტიკური თვალსაზრისით იქიდან მოდის, ზუსტად იმ „დიფ სთეითის“ მიერ გაწერილი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების თანახმად, მაგრამ უკრაინის ომმა სერიოზულესი ტრიგერი მისცა ყველა ამ პროცესს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…