პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არცერთი ამერიკული ოჯახი უკეთეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, თუ დემოკრატები კონგრესს პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად გადააქცევენ. ვშიშობ, სწორედ ეს არის ზოგიერთი მათგანის მიზანი - წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი

რესპუბლიკური პარტია

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ვერცერთი ოჯახი ვერ იგრძნობს შეღავათს, თუ დემოკრატები კონგრესს პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად აქცევენ.

არცერთი ამერიკული ოჯახი უკეთეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, თუ დემოკრატები კონგრესს პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად გადააქცევენ. ვშიშობ, სწორედ ეს არის ზოგიერთი მათგანის მიზანი - წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი
რუსთავი 2

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების მონაცემებით, დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში - შესაბამისად, რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესზე კონტროლი სრულად დაკარგა.

დემოკრატმა კანდიდატებმა რესპუბლიკელები ისეთ შტატებშიც დაამარცხეს, რომლებიც წლების განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის დასაყრდენად ითვლებოდა - მათ შორის ტეხასში, კანზასში, აიოვასა და ოჰაიოში. იანვრიდან წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტს დემოკრატთა ლიდერი ჰაკიმჯეფრისი დაიკავებს, რომელიც რესპუბლიკელ მაიკ ჯონსონს შეცვლის.

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეფასება წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა გააკეთა და აღნიშნა, რომ არცერთი ამერიკელი და არცერთი ამერიკული ოჯახი უკეთეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, თუ დემოკრატები კონგრესს პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად გადააქცევენ.

"არჩევნების ერთ ღამეს მიღებული შედეგი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ რესპუბლიკელებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, რათა ყველა ამერიკელს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენი მიზანია, შეერთებული შტატები კვლავ დარჩეს თავისუფლების, კეთილდღეობისა და ძლიერების თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ. არცერთი ამერიკელი და არცერთი ამერიკული ოჯახი უკეთეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, თუ დემოკრატები კონგრესს პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად გადააქცევენ. ვშიშობ, სწორედ ეს არის ზოგიერთი მათგანის მიზანი. ყველა იმ ამერიკელს, რომელიც დღევანდელი შედეგით იმედგაცრუებულია, მინდა ვუთხრა: მეც იმედგაცრუებული ვარ", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არჩევნების ერთ ღამეს მიღებული შედეგი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ რესპუბლიკელებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, რათა ყველა ამერიკელს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენი მიზანია, შეერთებული შტატები კვლავ დარჩეს თავისუფლების, კეთილდღეობისა და ძლიერების თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ. არცერთი ამერიკელი და არცერთი ამერიკული ოჯახი უკეთეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, თუ დემოკრატები კონგრესს პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად გადააქცევენ. ვშიშობ, სწორედ ეს არის ზოგიერთი მათგანის მიზანი. ყველა იმ ამერიკელს, რომელიც დღევანდელი შედეგით იმედგაცრუებულია, მინდა ვუთხრა: მეც იმედგაცრუებული ვარ“
მაიკ ჯონსონი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეერთებულ შტატებში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში "დემოკრატიულმა პარტიამ" გაიმარჯვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები