მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ ,,სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა და შსს-მ საქართველოს მოქალაქეების შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათ შორის „ლირიკა“, „ტრამადოლი“ და ფსევდოეფედრინის შემცველი აბები აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა ფსიქოტროპული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის - 93 კაფსულა ,,ლირიკა", „ფსევდოეფედრინის“ შემცველი 72 აბი და 62 კაფსულა „ტრამადოლი“.
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…