სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, რაზეც გამოძიება 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 2 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფსიქოტროპული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 93 კაფსულა ე.წ. ლირიკა, „ფსევდოეფედრინის“ შემცველი 72 აბი და 62 აბი „ტრამადოლი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ ,,სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…