რას აჭმევენ თბილისის მერიის ბაღებში ბავშვებს?
დოკუმენტების მიხედვით, თბილისის საბავშვო ბაღებში ირანული და ბელორუსული წარმოების კარაქი და ირანული რძის ფხვნილი შედის. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა ბაღმა მიწოდებული ქათმის ხორცი გაფუჭების ნიშნების გამო მიღებაზე უარი თქვა. ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზები ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

რას აჭმევენ თბილისის მერიის ბაღებში ბავშვებს? - დოკუმენტებში წერია, რომ ბაღებში შედის ირანული და ბელორუსული კარაქი - ერთს, ქალაქ მინსკის პირველი ქარხანა აწარმოებს, მეორეს - თეირანის პროვინციის ქალაქ ფიშვაშის ქარხანა.
რძის ფხვნილი: დოკუმენტებში წერია, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში შედის ირანული რძის ფხვნილი, რომელიც ირანის ქალაქ ისპაჰანში მზადდება.
ანუ ორივე პროდუქტი ვიდრე, ბავშვებამდე მივა, ათასობით კილომეტრს გადის გრძელ გზას გადის ვიდრე ის ბავშვებამდე მივა.
რაც შეეხება ქათამის ხორცს, გუშინ, "პირველების" რედაქციას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვიდრე ინტოქსიკაციის შესახებ ცნობები გავრცელდებოდა, წინა ღამის რამდენიმე საბავშვო ბაღმა მიწოდებული ქათმის ხორცის მიღებაზე უარი თქვა. მიზეზი კომფინენტის მტკიცებით, პროდუქტის მდგომარეობა გახდა - მისი თქმით, ხორცს გაფუჭების ნიშნები ჰქონდა და საკვებად უვარგისი იყო.
ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის შემთხვევების ფონზე. ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, კონკრეტულად რომელი საკვები პროდუქტი გახდა ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი და უკავშირდება თუ არა მოწამვლის შემთხვევებს ქათმის ხორცი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.