ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს იტალიაში გამართავს. ტრავმების გამო გუნდს კაპიტანი ირაკლი თოდუა, ვიცე-კაპიტანი შოთა თოფურია და გიორგი ღავთაძე ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას იტალიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
ტრავმების გამო გუნდთან ერთად იტალიაში ვერ გაემგზავრნენ ნაკრების კაპიტანი ირაკლი თოდუა და ვიცე-კაპიტანი შოთა თოფურია. მიმდინარე შეკრების ფარგლებში, ასევე ტრავმის გამო, გუნდს გიორგი ღავთაძე ვერ ეხმარება.
იტალია - საქარტველოს მატჩი 20 ოქტომბერს, რენდეში გაიმართება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. ავთანდილ ასათიანის გუნდი იტალიაში 14 ფეხბურთელით გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ)
NAKREBI.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.