პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ცხოველთა დამცველებზე კახა კალაძის განცხადებაზე - გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი - ზოგადად, ბევრი ადამიანის ქმედებები აჩენს სერიოზულ კითხვებს, სრულიად არაადეკვატური აქტიურობით გამოირჩევიან

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, კახა კალაძის განცხადება აქტივისტების „დაძინებაზე“ გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი, თავად ცხოველთა დამცველების ქმედებებს კი „არაადეკვატური“ უწოდა და მათ უკან პოლიტიკური ინტერესები იეჭვა.

ირაკლი კობახიძე ცხოველთა დამცველებზე კახა კალაძის განცხადებაზე - გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი - ზოგადად, ბევრი ადამიანის ქმედებები აჩენს სერიოზულ კითხვებს, სრულიად არაადეკვატური აქტიურობით გამოირჩევიან
ინტერპრესნიუსი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ცხოველთა უფლებების დამცველთა მისამართით, "გადატანითი მნიშვნელობით" იყო ნათქვამი.

კერძოდ, კობახიძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ რამდენად ეთიკურია ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტების მისამართით კალაძის განცხადება, რომლის თანახმად, "ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები არიან".

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ბოლო დღეებში მიუსაფარი ძაღლების გარშემო მიმდინარე მოვლენებზე აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანის ქმედებები "აჩენს სერიოზულ კითხვებს", რადგან ისინი "არაადეკვატური აქტიურობით" გამოირჩევიან.

მეტიც, პრემიერმა ეჭვი გამოთქვა, რომ აღნიშნულის უკან შესაძლოა, უხეში პოლიტიკური ინტერესები იდგეს.

"რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით იყო ეს ყველაფერი ნათქვამი, ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით აჩენს სერიოზულ კითხვებს - ეს შემიძლია გითხრათ. სრულიად არაადეკვატური, ასე ვთქვათ, აქტიურობით გამოირჩევიან და ამის უკანაც შეიძლება იდგეს ძალიან მარტივად, უხეში პოლიტიკური ინტერესები", - აღნიშნა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიგადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი - კობახიძე კალაძის განცხადებაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები არიან“
„რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით იყო ეს ყველაფერი ნათქვამი, ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით აჩენს სერიოზულ კითხვებს - ეს შემიძლია გითხრათ. სრულიად არაადეკვატური, ასე ვთქვათ, აქტიურობით გამოირჩევიან და ამის უკანაც შეიძლება იდგეს ძალიან მარტივად, უხეში პოლიტიკური ინტერესები“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კალაძე: „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები