საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, სერ ლინდსი ჰოილს შეხვდა
საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი ბრიტანეთის თემთა პალატის თავმჯდომარეს, სერ ლინდსი ჰოილს შეხვდა, სადაც ორმხრივი კავშირები და რეგიონული უსაფრთხოება განიხილეს.

3 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარესთან, სერ ლინდსი ჰოილთან. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„თემთა პალატის თავმჯდომარემ საქართველოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების პროცესში.
ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს", - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„თემთა პალატის თავმჯდომარემ საქართველოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების პროცესში. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…