საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე სერ ლინდსი ჰოილთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, საპარლამენტო დიპლომატიის როლი და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

3 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარესთან, სერ ლინდსი ჰოილთან შეხვედრა გამართა.
თემთა პალატის თავმჯდომარემ საქართველოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების პროცესში.
ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს.
ინფორმაციას გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…