პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელთან დიალოგზე: „მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და საგნობრივი დისკუსია გავმართოთ, რათა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ისეთ რეჟიმში, სადაც ჩვენი სუვერენიტეტი არ იქნება ხელყოფილი. სრული გარანტიით ვამბობ, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეკონომიკური მიმართულებით თუ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერით“

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ბრიუსელთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, თუ ქვეყნის სუვერენიტეტი არ შეილახება. ის ამტკიცებს, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მომზადებული იქნება.

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელთან დიალოგზე: „მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და საგნობრივი დისკუსია გავმართოთ, რათა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ისეთ რეჟიმში, სადაც ჩვენი სუვერენიტეტი არ იქნება ხელყოფილი. სრული გარანტიით ვამბობ, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეკონომიკური მიმართულებით თუ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერით“
POSTV

„მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და საგნობრივი დისკუსია გავმართოთ, რათა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ისეთ რეჟიმში, სადაც ჩვენი სუვერენიტეტი არ იქნება ხელყოფილი. სრული გარანტიით ვამბობ, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეკონომიკური მიმართულებით თუ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის გაფართოების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გზავნილებზე საუბრისას განაცხადა.

„პრემიერის გზავნილი არის უცვლელი – რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობთ – რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და საგნობრივი დისკუსია გავმართოთ. ეს არ უნდა იყოს რაღაც აღქმებზე დაფუძნებული განცხადებების დონეზე, არამედ რეალურად, საკითხების სიღრმეში შესვლა, რაც, რა თქმა უნდა, ლოგიკურია – როდესაც გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს და რაღაცას გაბრალებენ, ყველაზე ლოგიკურია, ამ ყველაფრის გასარკვევად დასხდე და ისაუბრო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ბრიუსელს ვთავაზობთ საჯარო ფორმატებსაც, რათა საზოგადოებამ მოისმინოს ეს ყველაფერი, ასევე, ვთავაზობთ იმასაც, რომ მათი მხრიდან ეს ამდენი თავდასხმა, ამდენი დეზინფორმაცია, ტყუილი, ორმაგი სტანდარტი, უსამართლობა და სიცრუე დავივიწყოთ და გადავფურცლოთ, ვინაიდან ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის. მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, რათა მათაც შეინარჩუნონ სახე, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში მათ მოუწევთ პასუხის გაცემა ჩვენს კითხვებზე – თუ რატომ იყო ეს ორმაგი სტანდარტები, ამდენი დეზინფორმაცია, რატომ არის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი გმირი და ევროპაში ქვეყნის მტერი, რატომ არის საქართველოში გამჭვირვალობის კანონი „რუსული“ და იგივე საფრანგეთმა, რომელმაც ჩვენს მერე მიიღო და ახლა დრაკონულად გაამკაცრა, საფრანგეთში ეს ყველაფერი რატომ არის სუვერენიტეტის დამცველი?.. და ასეთი ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ უამრავი შემთხვევა, სადაც ორმაგ სტანდარტთან, ტყუილთან და დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არც დავსვამთ ამ შეკითხვებს – ჩვენ ვთავაზობთ, რომ დავივიწყოთ ეს ყველაფერი, თუ დაიწყება რეალური პარტნიორობა და გავაგრძელებთ ისეთ რეჟიმში ურთიერთობას, სადაც ჩვენი სუვერენიტეტი არ იქნება ხელყოფილი.

ჩვენი ცივილიზაციული არჩევანია ეს სივრცე თავისი მინუსებით და პლუსებით, რადგან დღემდე უკეთესი არ გამოუგონიათ. ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, პარალელურად ვამზადებთ ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალური პოზიციაც არის ის, რომ 2030 წლიდან დაიწყება ევროკავშირის შემდგომი გაფართოება, ჩვენ ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით კანდიდატ ქვეყნებს შორის – სრული გარანტიით ვამბობ ამას – იგივე ეკონომიკური მიმართულებით თუ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერით.

შესაბამისად, ჩვენ ეს პროცესი მაინც გაპარალელებული გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტურად ვუყურებთ პროცესებს. ვიცით, რომ ადრე თუ გვიან ეს უსამართლო მიდგომები შეიცვლება, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისამართით არსებული ამდენი უსამართლობაც. ვინაიდან დღეს ბრიუსელი რა პოლიტიკასაც ატარებს, ეს ევროპელი ხალხის ინტერესებში არ შედის. ევროპელი ხალხის ინტერესში არ შედის იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა და ცხოვრების გაძვირება, მათ ინტერესში არ შედის ეს უკონტროლო, თავს მოხვეული მიგრაცია, რომელმაც წალეკა ევროპის წამყვანი ქვეყნები (და ახლა ხომ ვხედავთ, რა ხდება ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში და რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილი, ვინც ვანდალიზმით არის დაკავებული, არალეგალი მიგრანტები არიან), მათი ინტერესი არ არის ეს ფსევდოპოლიტიკური, ულტრამემარცხენე ლგბტ პროპაგანდის თავს მოხვევა, მათი ინტერესი არ არის რუსეთ-უკრაინის ომის დაფინანსება „ბოლო უკრაინელამდე“ – ეს ხომ მათ ბიუჯეტს აწვება და სოციალურ საკითხებს აკლდება, და ისევ ამის გამო ხდება კიდევ საფრანგეთში ის, რაც ხდება. ამაზე ხომ უშუალოდ ევროპელი ხალხი საუბრობს?! შესაბამისად, როდესაც ამდენი უსამართლობაა არა მხოლოდ ქართველ ხალხთან, არამედ უშუალოდ ევროპელ ხალხთან მიმართებით, დარწმუნებული ვარ, მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ თავიანთი პოლიტიკის გადახედვა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და საგნობრივი დისკუსია გავმართოთ, რათა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ისეთ რეჟიმში, სადაც ჩვენი სუვერენიტეტი არ იქნება ხელყოფილი. სრული გარანტიით ვამბობ, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეკონომიკური მიმართულებით თუ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერით“
ლევან მაჭავარიანი
„პრემიერის გზავნილი არის უცვლელი – რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობთ – რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და საგნობრივი დისკუსია გავმართოთ. ეს არ უნდა იყოს რაღაც აღქმებზე დაფუძნებული განცხადებების დონეზე, არამედ რეალურად, საკითხების სიღრმეში შესვლა, რაც, რა თქმა უნდა, ლოგიკურია – როდესაც გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს და რაღაცას გაბრალებენ, ყველაზე ლოგიკურია, ამ ყველაფრის გასარკვევად დასხდე და ისაუბრო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ბრიუსელს ვთავაზობთ საჯარო ფორმატებსაც, რათა საზოგადოებამ მოისმინოს ეს ყველაფერი, ასევე, ვთავაზობთ იმასაც, რომ მათი მხრიდან ეს ამდენი თავდასხმა, ამდენი დეზინფორმაცია, ტყუილი, ორმაგი სტანდარტი, უსამართლობა და სიცრუე დავივიწყოთ და გადავფურცლოთ, ვინაიდან ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის. მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, რათა მათაც შეინარჩუნონ სახე, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში მათ მოუწევთ პასუხის გაცემა ჩვენს კითხვებზე – თუ რატომ იყო ეს ორმაგი სტანდარტები, ამდენი დეზინფორმაცია, რატომ არის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი გმირი და ევროპაში ქვეყნის მტერი, რატომ არის საქართველოში გამჭვირვალობის კანონი „რუსული“ და იგივე საფრანგეთმა, რომელმაც ჩვენს მერე მიიღო და ახლა დრაკონულად გაამკაცრა, საფრანგეთში ეს ყველაფერი რატომ არის სუვერენიტეტის დამცველი?.. და ასეთი ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ უამრავი შემთხვევა, სადაც ორმაგ სტანდარტთან, ტყუილთან და დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არც დავსვამთ ამ შეკითხვებს – ჩვენ ვთავაზობთ, რომ დავივიწყოთ ეს ყველაფერი, თუ დაიწყება რეალური პარტნიორობა და გავაგრძელებთ ისეთ რეჟიმში ურთიერთობას, სადაც ჩვენი სუვერენიტეტი არ იქნება ხელყოფილი. ჩვენი ცივილიზაციული არჩევანია ეს სივრცე თავისი მინუსებით და პლუსებით, რადგან დღემდე უკეთესი არ გამოუგონიათ. ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, პარალელურად ვამზადებთ ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალური პოზიციაც არის ის, რომ 2030 წლიდან დაიწყება ევროკავშირის შემდგომი გაფართოება, ჩვენ ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით კანდიდატ ქვეყნებს შორის – სრული გარანტიით ვამბობ ამას – იგივე ეკონომიკური მიმართულებით თუ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერით. შესაბამისად, ჩვენ ეს პროცესი მაინც გაპარალელებული გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტურად ვუყურებთ პროცესებს. ვიცით, რომ ადრე თუ გვიან ეს უსამართლო მიდგომები შეიცვლება, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისამართით არსებული ამდენი უსამართლობაც. ვინაიდან დღეს ბრიუსელი რა პოლიტიკასაც ატარებს, ეს ევროპელი ხალხის ინტერესებში არ შედის. ევროპელი ხალხის ინტერესში არ შედის იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა და ცხოვრების გაძვირება, მათ ინტერესში არ შედის ეს უკონტროლო, თავს მოხვეული მიგრაცია, რომელმაც წალეკა ევროპის წამყვანი ქვეყნები (და ახლა ხომ ვხედავთ, რა ხდება ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში და რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილი, ვინც ვანდალიზმით არის დაკავებული, არალეგალი მიგრანტები არიან), მათი ინტერესი არ არის ეს ფსევდოპოლიტიკური, ულტრამემარცხენე ლგბტ პროპაგანდის თავს მოხვევა, მათი ინტერესი არ არის რუსეთ-უკრაინის ომის დაფინანსება „ბოლო უკრაინელამდე“ – ეს ხომ მათ ბიუჯეტს აწვება და სოციალურ საკითხებს აკლდება, და ისევ ამის გამო ხდება კიდევ საფრანგეთში ის, რაც ხდება. ამაზე ხომ უშუალოდ ევროპელი ხალხი საუბრობს?! შესაბამისად, როდესაც ამდენი უსამართლობაა არა მხოლოდ ქართველ ხალხთან, არამედ უშუალოდ ევროპელ ხალხთან მიმართებით, დარწმუნებული ვარ, მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ თავიანთი პოლიტიკის გადახედვა“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალბანეთის პრემიერი: მინახავს, როგორ ვერ შეუსრულებია ევროკავშირს საკუთარი დაპირებები და ისიც, როგორ გაუკეთებია მოლოდინზე გაცილებით მეტი, მასთან მიმართებით წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები