პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო – კობახიძე ,,ევრონიუსის” ჟურნალისტზე

ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსის“ ჟურნალისტი არაინფორმირებულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იმავეს ხედავენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც, ხოლო „გამჭვირვალობის შესახებ კანონში“ რუსული არაფერია.

ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო – კობახიძე ,,ევრონიუსის” ჟურნალისტზე
ალია

ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ, ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების სამიტზე „ევრონიუსთან“ ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროდ, არ იყო ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული და იმავეს ვხედავთ ხოლმე ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც. ეს შეიძლება, იყოს იმის შედეგი, რომ სათანადო ცოდნა, ინფორმაცია არ აქვთ, შესაძლოა, შეგნებულად აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მთავარია, საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში. გარკვეულ ეტაპზე ამ სამარცხვინო კამპანიამ თავის შედეგს მიაღწია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოახდინა ზემოქმედება, თუმცა, ქართველმა ხალხმა ყველაფერი გაიგო და ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე „ევრონიუსის“ სამიტზე: ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი: მოხარული ვარ, რომ "ევრონიუსის" მიწვევით ვიმყოფები ბრიუსელში, ჩემი გზავნილი არის ცხადი - როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, მთავარი არის დიალოგის დაწყება, რაზეც სამწუხაროდ, თავს იკავებენ ამ ეტაპზე ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები