ირაკლი კობახიძე – ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით სამი წლის წინ იყო 60-65%, ახლა 90%-ზე მეტია, რაც მოწმობს, რომ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს ევროინტეგრაციის მიმართ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის შესრულება 90%-ს აჭარბებს, ხოლო ევროკავშირის პუნქტებიდან ხელისუფლებამ პრინციპულად მხოლოდ სასამართლოში „ვეთინგი“ და ცესკოს „უცხოური აგენტურისთვის გადაბარება“ არ შეასრულა.

ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი არის 90%-ზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით სამი წლის წინ იყო 60-65% და ახლა არის 90%-ზე მეტი, რაც მოწმობს სერიოზულ დამოკიდებულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
„რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას და DCFTA-ის. მაჩვენებელი არის 90%-ზე მეტი და ამაზე შეუძლია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ შესაბამის ვალდებულებებს. შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით სამი წლის წინ იყო 60-65% და ახლა არის 90%-ზე მეტი, რაც მოწმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული დამოკიდებულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, გახსოვთ, იგივე 12 პუნქტი, ცხრა პუნქტი. ოპოზიცია არ შეუერთდა შესაბამის დისკუსიებს, სამუშაო ჯგუფებს, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობდით და ორად ორი პუნქტი იყო, რაც პრინციპულად არ შევასრულეთ. ერთი ეხებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, მათ შორის „ვეთინგის“ მეშვეობით და მეორე ეხებოდა უცხოური აგენტურისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაბარებას. იყო ორად ორი პუნქტი, რომელიც არ შევასრულეთ. სხვა პუნქტებზე სერიოზულად ვიმუშავეთ და დავდეთ შესაბამისი შედეგები. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება არის სერიოზული, დანარჩენი დამოკიდებულია თვითონ ევროპულ ბიუროკრატიაზე, მათ ნაბიჯებზე. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის და გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინიც გადმოდგამენ ნაბიჯებს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაპრემიერი: ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 3 წლის წინ იყო 60-65% და ახლა 90%-ზე მეტია, რაც მოწმობს, რომ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის
პრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ამავდროულად, ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს
ირაკლი კობახიძე – ევროპულ ბიუროკრატიასთან გამოწვევების მიუხედავად, ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას
ციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას და DCFTA-ის. მაჩვენებელი არის 90%-ზე მეტი და ამაზე შეუძლია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ შესაბამის ვალდებულებებს. შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით სამი წლის წინ იყო 60-65% და ახლა არის 90%-ზე მეტი, რაც მოწმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული დამოკიდებულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ. რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, გახსოვთ, იგივე 12 პუნქტი, ცხრა პუნქტი. ოპოზიცია არ შეუერთდა შესაბამის დისკუსიებს, სამუშაო ჯგუფებს, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობდით და ორად ორი პუნქტი იყო, რაც პრინციპულად არ შევასრულეთ. ერთი ეხებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, მათ შორის „ვეთინგის“ მეშვეობით და მეორე ეხებოდა უცხოური აგენტურისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაბარებას. იყო ორად ორი პუნქტი, რომელიც არ შევასრულეთ. სხვა პუნქტებზე სერიოზულად ვიმუშავეთ და დავდეთ შესაბამისი შედეგები. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება არის სერიოზული, დანარჩენი დამოკიდებულია თვითონ ევროპულ ბიუროკრატიაზე, მათ ნაბიჯებზე. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის და გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინიც გადმოდგამენ ნაბიჯებს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართულებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…