მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ყოფილ წევრ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს 2027 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში.

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს.
“1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ “საქართველოს კანონის მე-5 მუნლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრს – მამუკა მდინარაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.” – ნათქვამია 8 სექტემბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…