ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდება

მამუკა მდინარაძის ახლად დაფუძნებული კომპანიის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდება. კომპანია „ინოფისი ვერის პარკმა“ ყოფილ მინისტრს აღნიშნული ფართის იურიდიულ მისამართად გამოყენების უფლება მისცა.

მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდება
მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებაTV პირველი

მამუკა მდინარაძის ახალი კომპანიის ოფისი, ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდება, ეს დედაქალაქის ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული საოფისე სივრცეა.

კომპანია "ინოფისი ვერის პარკმა" მამუკა მდინარაძეს ამ ოფისის იურდიულ მისამართად გამოყენების უფლება 2026 წლის 9 ოქტომბერს მისცა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, სექტემბრიდან მას რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი უნდა დაეკავებინა.

მოგვიანებით კი, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, მას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?